გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/989
სათაური: კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელობა და მოლაპარაკების მონაწილის ბრალი წინასახელშეკრულებო ეტაპზე
ავტორები: ლაფანაშვილი, ანა 
ხელმძღვანელი: ჩიტაშვილი, ნათია 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ვალდებულებითი ურთიერთობები
კერძო სამართალი
წინასახელშეკრულებო ეტაპი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წინასახელშეკრულებო ბრალის - Culpa in contrahendo-ს სამართლებრივი
ინსტიტუტი რომის სამართლიდან მოყოლებული დღემდე არ კარგავს
აქტუალობას და თანამედროვე სამართლებრივ სივრცეში გარკვეული
სახელცვლილებით მკვიდრდება. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის
პირობებში, სადაც კერძო ავტონომიის პრიმატი განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს, რის საფუძველზეც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეები
ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად თავად განსაზღვრავენ იმ
სამართალურთიერთობის შინაარსს, რომლის სამართალსუბიექტობაც
თვითონ სურთ, ჩვეული დამახასიათებელი რისკი და თანმდევი მოვლენაა
ერთის ეკონომიკური „ბატონობა“ მეორეზე. ეკონომიკური წინსვლის
პარალელურად, საზოგადოების განვითარებასთან ერთად იცვლება, იქმნება
და ვითარდება ახალი სამართლებრივი კონსტრუქციები, რომელთა
საჭიროებაც ობიექტური რეალობით არის ნაკარნახევი. შესაბამისად,
თანამედროვე მზარდი კაპიტალიზმის ეპოქაში სულ უფრო და უფრო
კომპლექსური ხდება სამართლებრივი ურთიერთობები, რაც ადეკვატური
საკანონმდებლო მოწესრიგების უზრუნველყოფას მოითხოვს.
სწორედ კომპლექსური და გრძელვადიანი ბიზნეს-ტრანზაქციებისა თუ
მომხმარებელთა, როგორც სამართალურთიერთობის „სუსტი მხარის“, დაცვის
ღირსი განსაკუთრებული ინტერესის არსებობის შედეგია
წინასახელშეკრულებო ეტაპზე სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეების
შესაბამისი დამცავი სამართლებრივი მექანიზმების შექმნის აქტუალურობის
საკითხი. შესაბამისად, culpa in contrahendo-ს სამართლებრივი კონსტრუქცია
ჩამოყალიბდა, როგორც ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპზე
დამყარებული სამოქალაქო ურთიერთობა, სადაც არსებითი მნიშვნელობა
მოლაპარაკების მონაწილე პირთა მიერ ერთმანეთის კანონით დაცულ
სამართლებრივ სიკეთეთა მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერებით
დამოკიდებულებასა და პატივისცემას ენიჭება, რაც ისევ და ისევ
კეთილსინდისიერებას, როგორც მაღალზნეობრივ და ეთიკურ
სამართლებრივ პრინციპს უკავშირდება.
URI: https://openscience.ge/handle/1/989
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro lafanashvili.pdfკეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელობა და მოლაპარაკების მონაწილის ბრალი წინასახელშეკრულებო ეტაპზე857.1 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

199
checked on May 18, 2024

გადმოწერა

3,282
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.