Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/989
Title: კეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელობა და მოლაპარაკების მონაწილის ბრალი წინასახელშეკრულებო ეტაპზე
Authors: ლაფანაშვილი, ანა 
Advisor: ჩიტაშვილი, ნათია 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: ვალდებულებითი ურთიერთობები
კერძო სამართალი
წინასახელშეკრულებო ეტაპი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
წინასახელშეკრულებო ბრალის - Culpa in contrahendo-ს სამართლებრივი
ინსტიტუტი რომის სამართლიდან მოყოლებული დღემდე არ კარგავს
აქტუალობას და თანამედროვე სამართლებრივ სივრცეში გარკვეული
სახელცვლილებით მკვიდრდება. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის
პირობებში, სადაც კერძო ავტონომიის პრიმატი განსაკუთრებულ
მნიშვნელობას იძენს, რის საფუძველზეც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეები
ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად თავად განსაზღვრავენ იმ
სამართალურთიერთობის შინაარსს, რომლის სამართალსუბიექტობაც
თვითონ სურთ, ჩვეული დამახასიათებელი რისკი და თანმდევი მოვლენაა
ერთის ეკონომიკური „ბატონობა“ მეორეზე. ეკონომიკური წინსვლის
პარალელურად, საზოგადოების განვითარებასთან ერთად იცვლება, იქმნება
და ვითარდება ახალი სამართლებრივი კონსტრუქციები, რომელთა
საჭიროებაც ობიექტური რეალობით არის ნაკარნახევი. შესაბამისად,
თანამედროვე მზარდი კაპიტალიზმის ეპოქაში სულ უფრო და უფრო
კომპლექსური ხდება სამართლებრივი ურთიერთობები, რაც ადეკვატური
საკანონმდებლო მოწესრიგების უზრუნველყოფას მოითხოვს.
სწორედ კომპლექსური და გრძელვადიანი ბიზნეს-ტრანზაქციებისა თუ
მომხმარებელთა, როგორც სამართალურთიერთობის „სუსტი მხარის“, დაცვის
ღირსი განსაკუთრებული ინტერესის არსებობის შედეგია
წინასახელშეკრულებო ეტაპზე სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეების
შესაბამისი დამცავი სამართლებრივი მექანიზმების შექმნის აქტუალურობის
საკითხი. შესაბამისად, culpa in contrahendo-ს სამართლებრივი კონსტრუქცია
ჩამოყალიბდა, როგორც ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპზე
დამყარებული სამოქალაქო ურთიერთობა, სადაც არსებითი მნიშვნელობა
მოლაპარაკების მონაწილე პირთა მიერ ერთმანეთის კანონით დაცულ
სამართლებრივ სიკეთეთა მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერებით
დამოკიდებულებასა და პატივისცემას ენიჭება, რაც ისევ და ისევ
კეთილსინდისიერებას, როგორც მაღალზნეობრივ და ეთიკურ
სამართლებრივ პრინციპს უკავშირდება.
URI: https://openscience.ge/handle/1/989
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro lafanashvili.pdfკეთილსინდისიერების პრინციპის მნიშვნელობა და მოლაპარაკების მონაწილის ბრალი წინასახელშეკრულებო ეტაპზე857.1 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

198
checked on May 2, 2024

Download(s)

3,267
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.