გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/977
სათაური: აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების,შეცვლის და გაუქმების პრობლემური საკითხები
ავტორები: ძირკვაძე, ალექსანდრე 
ხელმძღვანელი: აქუბარდია, ირინა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: აღკვეთის ღონისძიება
პატიმრობა
პატიმრობის ხანგრძლივობა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
თემის აქტუალობა. თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის უფლებათა კონცეფციის
განვითარებამ სახელმწიფოთა წინაშე არაერთი ვალდებულებაწარმოშვა. ამ ვალდებულებათაგან
გამოირჩევა ადამიანის თავისუფლებასა და ხელშუხებლობაზე ზრუნვა, რომლებიც ჯერ კიდევ
მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან დღემდე აქტუალურობას არ კარგავს.
სამართლებრივსახელმწიფოში ადამიანი წარმოადგენს იმ უზენაეს ღირებულებას,
რომლის დაცვისკენაც მოწოდებულია სახელმწიფო და საზოგადოება, შესაბამისად მის
უფლებებში ისეთი ჩარევა, როგორიც არის პატიმრობა მრავალ საკითხს წევს წინა პლანზე.
სოციალურიკვლევების შედეგად დგინდება, რომ მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიონი
ადამიანს აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული; ევროპის მასშტაბით კი
ეს რიცხვი 120 000 აღწევს.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც დაპატიმრება ადამიანის
არაერთ უფლებას ზღუდავს. ბუნებრივია თავისი მაშტაბურობისა და მნიშვნელობის
გათვალისიწნებით საკითხი აქტუალურობას არ კარგავს არამარტო საქართველოში არამედ
მთელს საერთაშორისო საზოგადოებაში. იმისათვის, რომ ჯეროვნად დავიცვათ ადამიანის
უფლებები და თავისუფლებები საჭიროა საკითხის კვლევა და შემეცნება.
1
კვლევის საგანი. ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების სახით
პატირმობის გამოყენების, შეცვლის და გაუქმების სამართლებრივი პრობლემები.
საქართველოში პატიმრობის გამოყენებისადმი არაერთგვაროვანი მიდგომა და მისი მაღალი
პროცენტულობა სამართლებრივი სტაბილურობისადმი კითხვებს სვამს. შესაბამისად საჭიროა
შესწავლილ იქნას თუ რა ლეგალური საფუძვლებითა და მიზნებით მოქმედებს სახელმწიფო
აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას.
კვლევის მიზანი და ამოცანები. ნაშრომის მიზანია გამოკვეთოს, ჩამოაყალიბოს და
გაანალიზოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, შეცვლისა, გაუქმების
სამართლებრივი პრობლემები. გააცნოს მკითხველს და დასაბუთებულად ახსნას თუ რა
გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო და საზოგადოება, როდესაც პატიმრობის არაჯეროვანი
გამოყენების საფრთხეები არსებობს.
ყოველივეზემოთქმულის გათვალსიიწნებით კვლევის ამოცანას წარმოადგენს
საქართველოს საკანონმდებლო მოწესრიგების შესწავლა და სისტემური ანალიზი, რისი
მეშვეობითაც უნდა მოხდეს პრაქტიკული და თეორიული პრობლემების იდენტიფიცირება და
მისი გადაჭრის შესაბამისი გზის მოძიება. ეს ყველაფერი კი არ უნდა მოხდეს საერთაშორისო
სამართლებრივი ბაზისის გაუთვალისიწნებლად, რადგან ეს უკანასკნელი პროგრესულ
მოწესრიგებას შეიცავს ამ მიმართულებით. მათ შორის აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს მიდგომები და საქართველოსთვის გასაზიარებელი პრაქტიკა.
კვლევის მეთოდები. რადგანაც საკითხი კომპლექსურია აუცილებელია კვლევისას
გამოყენებულ იქნას კვლევის ინტერდისციპლინარული და შერეული მეთოდები. მათ შორის
საკითხთა სიღრმისეული შესწავლის მიზნით გამოყენებული იქნებაშედარებითსამართლებრივი,
ლოგიკურიდასისტემურიკვლევისმეთოდები, მოძიებული ინფორმაცია კი
ანალიტიკური მეთოდის გამოყენებით დამუშავდება.
URI: https://openscience.ge/handle/1/977
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro dzirkvadze.pdfაღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების,შეცვლის და გაუქმების პრობლემური საკითხები626.68 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

254
checked on Apr 26, 2024

გადმოწერა

1,277
checked on Apr 26, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.