Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების,შეცვლის და გაუქმების პრობლემური საკითხები
 
  • Details
Options

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების,შეცვლის და გაუქმების პრობლემური საკითხები

Date Issued
2019
Author(s)
ძირკვაძე, ალექსანდრე  
Advisor(s)
აქუბარდია, ირინა  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/977
Abstract
თემის აქტუალობა. თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის უფლებათა კონცეფციის
განვითარებამ სახელმწიფოთა წინაშე არაერთი ვალდებულებაწარმოშვა. ამ ვალდებულებათაგან
გამოირჩევა ადამიანის თავისუფლებასა და ხელშუხებლობაზე ზრუნვა, რომლებიც ჯერ კიდევ
მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან დღემდე აქტუალურობას არ კარგავს.
სამართლებრივსახელმწიფოში ადამიანი წარმოადგენს იმ უზენაეს ღირებულებას,
რომლის დაცვისკენაც მოწოდებულია სახელმწიფო და საზოგადოება, შესაბამისად მის
უფლებებში ისეთი ჩარევა, როგორიც არის პატიმრობა მრავალ საკითხს წევს წინა პლანზე.
სოციალურიკვლევების შედეგად დგინდება, რომ მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიონი
ადამიანს აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული; ევროპის მასშტაბით კი
ეს რიცხვი 120 000 აღწევს.
ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც დაპატიმრება ადამიანის
არაერთ უფლებას ზღუდავს. ბუნებრივია თავისი მაშტაბურობისა და მნიშვნელობის
გათვალისიწნებით საკითხი აქტუალურობას არ კარგავს არამარტო საქართველოში არამედ
მთელს საერთაშორისო საზოგადოებაში. იმისათვის, რომ ჯეროვნად დავიცვათ ადამიანის
უფლებები და თავისუფლებები საჭიროა საკითხის კვლევა და შემეცნება.
1
კვლევის საგანი. ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების სახით
პატირმობის გამოყენების, შეცვლის და გაუქმების სამართლებრივი პრობლემები.
საქართველოში პატიმრობის გამოყენებისადმი არაერთგვაროვანი მიდგომა და მისი მაღალი
პროცენტულობა სამართლებრივი სტაბილურობისადმი კითხვებს სვამს. შესაბამისად საჭიროა
შესწავლილ იქნას თუ რა ლეგალური საფუძვლებითა და მიზნებით მოქმედებს სახელმწიფო
აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას.
კვლევის მიზანი და ამოცანები. ნაშრომის მიზანია გამოკვეთოს, ჩამოაყალიბოს და
გაანალიზოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, შეცვლისა, გაუქმების
სამართლებრივი პრობლემები. გააცნოს მკითხველს და დასაბუთებულად ახსნას თუ რა
გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო და საზოგადოება, როდესაც პატიმრობის არაჯეროვანი
გამოყენების საფრთხეები არსებობს.
ყოველივეზემოთქმულის გათვალსიიწნებით კვლევის ამოცანას წარმოადგენს
საქართველოს საკანონმდებლო მოწესრიგების შესწავლა და სისტემური ანალიზი, რისი
მეშვეობითაც უნდა მოხდეს პრაქტიკული და თეორიული პრობლემების იდენტიფიცირება და
მისი გადაჭრის შესაბამისი გზის მოძიება. ეს ყველაფერი კი არ უნდა მოხდეს საერთაშორისო
სამართლებრივი ბაზისის გაუთვალისიწნებლად, რადგან ეს უკანასკნელი პროგრესულ
მოწესრიგებას შეიცავს ამ მიმართულებით. მათ შორის აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს მიდგომები და საქართველოსთვის გასაზიარებელი პრაქტიკა.
კვლევის მეთოდები. რადგანაც საკითხი კომპლექსურია აუცილებელია კვლევისას
გამოყენებულ იქნას კვლევის ინტერდისციპლინარული და შერეული მეთოდები. მათ შორის
საკითხთა სიღრმისეული შესწავლის მიზნით გამოყენებული იქნებაშედარებითსამართლებრივი,
ლოგიკურიდასისტემურიკვლევისმეთოდები, მოძიებული ინფორმაცია კი
ანალიტიკური მეთოდის გამოყენებით დამუშავდება.
Subjects

აღკვეთის ღონისძიება

პატიმრობა

პატიმრობის ხანგრძლივო...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro dzirkvadze.pdf

Description
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების,შეცვლის და გაუქმების პრობლემური საკითხები
Size

626.68 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):f9163402fa8d167206dc13239a4ef36a

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact