Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/977
DC FieldValueLanguage
dc.contributor.advisorაქუბარდია, ირინაka
dc.contributor.authorძირკვაძე, ალექსანდრეka
dc.date.accessioned2019-12-10T07:17:44Z-
dc.date.available2019-12-10T07:17:44Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttps://openscience.ge/handle/1/977-
dc.description.abstractთემის აქტუალობა. თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის უფლებათა კონცეფციის განვითარებამ სახელმწიფოთა წინაშე არაერთი ვალდებულებაწარმოშვა. ამ ვალდებულებათაგან გამოირჩევა ადამიანის თავისუფლებასა და ხელშუხებლობაზე ზრუნვა, რომლებიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან დღემდე აქტუალურობას არ კარგავს. სამართლებრივსახელმწიფოში ადამიანი წარმოადგენს იმ უზენაეს ღირებულებას, რომლის დაცვისკენაც მოწოდებულია სახელმწიფო და საზოგადოება, შესაბამისად მის უფლებებში ისეთი ჩარევა, როგორიც არის პატიმრობა მრავალ საკითხს წევს წინა პლანზე. სოციალურიკვლევების შედეგად დგინდება, რომ მსოფლიოში დაახლოებით 3 მილიონი ადამიანს აქვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული; ევროპის მასშტაბით კი ეს რიცხვი 120 000 აღწევს. ეს ყველაფერი კი იმ ფონზე, როდესაც დაპატიმრება ადამიანის არაერთ უფლებას ზღუდავს. ბუნებრივია თავისი მაშტაბურობისა და მნიშვნელობის გათვალისიწნებით საკითხი აქტუალურობას არ კარგავს არამარტო საქართველოში არამედ მთელს საერთაშორისო საზოგადოებაში. იმისათვის, რომ ჯეროვნად დავიცვათ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები საჭიროა საკითხის კვლევა და შემეცნება. 1 კვლევის საგანი. ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების სახით პატირმობის გამოყენების, შეცვლის და გაუქმების სამართლებრივი პრობლემები. საქართველოში პატიმრობის გამოყენებისადმი არაერთგვაროვანი მიდგომა და მისი მაღალი პროცენტულობა სამართლებრივი სტაბილურობისადმი კითხვებს სვამს. შესაბამისად საჭიროა შესწავლილ იქნას თუ რა ლეგალური საფუძვლებითა და მიზნებით მოქმედებს სახელმწიფო აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას. კვლევის მიზანი და ამოცანები. ნაშრომის მიზანია გამოკვეთოს, ჩამოაყალიბოს და გაანალიზოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, შეცვლისა, გაუქმების სამართლებრივი პრობლემები. გააცნოს მკითხველს და დასაბუთებულად ახსნას თუ რა გამოწვევების წინაშე დგას სახელმწიფო და საზოგადოება, როდესაც პატიმრობის არაჯეროვანი გამოყენების საფრთხეები არსებობს. ყოველივეზემოთქმულის გათვალსიიწნებით კვლევის ამოცანას წარმოადგენს საქართველოს საკანონმდებლო მოწესრიგების შესწავლა და სისტემური ანალიზი, რისი მეშვეობითაც უნდა მოხდეს პრაქტიკული და თეორიული პრობლემების იდენტიფიცირება და მისი გადაჭრის შესაბამისი გზის მოძიება. ეს ყველაფერი კი არ უნდა მოხდეს საერთაშორისო სამართლებრივი ბაზისის გაუთვალისიწნებლად, რადგან ეს უკანასკნელი პროგრესულ მოწესრიგებას შეიცავს ამ მიმართულებით. მათ შორის აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომები და საქართველოსთვის გასაზიარებელი პრაქტიკა. კვლევის მეთოდები. რადგანაც საკითხი კომპლექსურია აუცილებელია კვლევისას გამოყენებულ იქნას კვლევის ინტერდისციპლინარული და შერეული მეთოდები. მათ შორის საკითხთა სიღრმისეული შესწავლის მიზნით გამოყენებული იქნებაშედარებითსამართლებრივი, ლოგიკურიდასისტემურიკვლევისმეთოდები, მოძიებული ინფორმაცია კი ანალიტიკური მეთოდის გამოყენებით დამუშავდება.ka
dc.language.isokaen
dc.publisherIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.publisherივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.subjectაღკვეთის ღონისძიებაka
dc.subjectპატიმრობაka
dc.subjectპატიმრობის ხანგრძლივობაka
dc.titleაღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების,შეცვლის და გაუქმების პრობლემური საკითხებიka
dc.typemaster thesisen
dc.typeსამაგისტრო ნაშრომიka
thesis.degree.nameMaster of Lawen
thesis.degree.nameსამართლის მაგისტრიka
thesis.degree.level1-
thesis.degree.disciplineსამართალი/LAWka
dc.contributor.institutionIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.contributor.institutionივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.contributor.facultyFaculty of Lawen
dc.contributor.facultyიურიდიული ფაკულტეტიka
item.languageiso639-1ka-
item.cerifentitytypePublications-
item.cerifentitytypePublications-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_bdcc-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_18cf-
item.openairetypemaster thesis-
item.openairetypeსამაგისტრო ნაშრომი-
item.grantfulltextopen-
item.fulltextWith Fulltext-
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro dzirkvadze.pdfაღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების,შეცვლის და გაუქმების პრობლემური საკითხები626.68 kBAdobe PDFView/Open
Show simple item record

CORE Recommender

Page view(s)

254
checked on Apr 25, 2024

Download(s)

1,277
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.