გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/953
სათაური: თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის პრობლემები სისხლის სამართალში
ავტორები: თაბუკაშვილი, გვანცა 
ხელმძღვანელი: მაღლაკელიძე, ლავრენტი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: თანაამსრულებლობა
თანამონაწილეობა
სისხლის სამართალი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის საკითხი
მეტად აქტუალური და პრობლემურია არა მხოლოდ ქართულ, არამედ სხვა
ქვეყნების სისხლის სამართალშიც. საკითხის აქტუალურობაზე მიუთითებს
არაერთ სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა ავტორის მიერ
გამოთქმული მოსაზრებები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო
გადაწყვეტილებები, რომლებიც წინამდებარე ნაშრომშიც იქება განხილული.
სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებების განხილვისას იკვეთება ყველაზე
კარგად თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის ცნების გამიჯვნის
პრაქტიკული პრობლემები.
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცნებების
გამიჯვნა აუცილებელია იმისათვის, რომ თითოეული ქმედებისათვის
მოხდეს პირის პირადი პასუხისმგებლობა, სწორედ იმ ფარგლებში, რა
ფარგლებშიც მან განახორციელა ესა თუ ის ქმედება, ვინაიდან, თუ არ
მოხდება აღნიშნული ცნებების სათანადო გამიჯვნა, ამან შესაძლოა
საბოლოოდ მიგვიყვანოს შედეგამდე, როდესაც კონკრეტულ ქმედებაში, ერთი
და იგივე სახის პასუხისმგებლობა დაეკისროს ორ პირს, მიუხედავად იმისა,
რომ მათ განსხვავებული სიმძიმის ქმედებები განახორციელეს.
თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის პრობლემას
პირდაპირი კავშირი აქვს სასჯელთან, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დადგენილია
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, კოდექსი
განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის
სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას.
თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის დროს ჩადენილი
დანაშაულისათვის განსხვავდება სასჯელი ქმედებისათვის, სწორედ
აღნიშნულიდან გამომდინარეა, მნიშვნელოვანია რომ ზუსტად
განისაზღვროს პირის მიერ ჩადენილი ქმედების ხარისხი რათა დაწესდეს
შესაბამისი სასჯელი ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივი ღონისძიება.
აღნიშნული პირდაპირ კავშირშია სასჯელის მიზნის მიღწევასთან რომელზეც
საუბარია სსკ-ის 39-ე მუხლის პირველ ნაწილში, კერძოდ: სამართლიანობის
აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის
რესოციალიზაცია. ცხადია წარმოუდგენელია საუბარი სასჯელის მიზნის
მიღწევასა და სამართლიანობის აღდგენაზე, მაშინ, როდესაც არ გვაქვს
პირის/პირთა მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისი კვალიფიკაცია.
URI: https://openscience.ge/handle/1/953
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro thabukashvili.pdfთანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის პრობლემები სისხლის სამართალში896.9 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

199
checked on May 17, 2024

გადმოწერა

1,994
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.