Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/953
Title: თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის პრობლემები სისხლის სამართალში
Authors: თაბუკაშვილი, გვანცა 
Advisor: მაღლაკელიძე, ლავრენტი 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: თანაამსრულებლობა
თანამონაწილეობა
სისხლის სამართალი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის საკითხი
მეტად აქტუალური და პრობლემურია არა მხოლოდ ქართულ, არამედ სხვა
ქვეყნების სისხლის სამართალშიც. საკითხის აქტუალურობაზე მიუთითებს
არაერთ სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვა ავტორის მიერ
გამოთქმული მოსაზრებები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო
გადაწყვეტილებები, რომლებიც წინამდებარე ნაშრომშიც იქება განხილული.
სწორედ სასამართლო გადაწყვეტილებების განხილვისას იკვეთება ყველაზე
კარგად თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის ცნების გამიჯვნის
პრაქტიკული პრობლემები.
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცნებების
გამიჯვნა აუცილებელია იმისათვის, რომ თითოეული ქმედებისათვის
მოხდეს პირის პირადი პასუხისმგებლობა, სწორედ იმ ფარგლებში, რა
ფარგლებშიც მან განახორციელა ესა თუ ის ქმედება, ვინაიდან, თუ არ
მოხდება აღნიშნული ცნებების სათანადო გამიჯვნა, ამან შესაძლოა
საბოლოოდ მიგვიყვანოს შედეგამდე, როდესაც კონკრეტულ ქმედებაში, ერთი
და იგივე სახის პასუხისმგებლობა დაეკისროს ორ პირს, მიუხედავად იმისა,
რომ მათ განსხვავებული სიმძიმის ქმედებები განახორციელეს.
თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის პრობლემას
პირდაპირი კავშირი აქვს სასჯელთან, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დადგენილია
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, კოდექსი
განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის
სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას.
თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის დროს ჩადენილი
დანაშაულისათვის განსხვავდება სასჯელი ქმედებისათვის, სწორედ
აღნიშნულიდან გამომდინარეა, მნიშვნელოვანია რომ ზუსტად
განისაზღვროს პირის მიერ ჩადენილი ქმედების ხარისხი რათა დაწესდეს
შესაბამისი სასჯელი ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივი ღონისძიება.
აღნიშნული პირდაპირ კავშირშია სასჯელის მიზნის მიღწევასთან რომელზეც
საუბარია სსკ-ის 39-ე მუხლის პირველ ნაწილში, კერძოდ: სამართლიანობის
აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის
რესოციალიზაცია. ცხადია წარმოუდგენელია საუბარი სასჯელის მიზნის
მიღწევასა და სამართლიანობის აღდგენაზე, მაშინ, როდესაც არ გვაქვს
პირის/პირთა მიერ ჩადენილი ქმედების შესაბამისი კვალიფიკაცია.
URI: https://openscience.ge/handle/1/953
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro thabukashvili.pdfთანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის გამიჯვნის პრობლემები სისხლის სამართალში896.9 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

198
checked on May 2, 2024

Download(s)

1,988
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.