გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/902
სათაური: საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის როლი და სამართლებრივ ინტერესთა კოლიზია უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენისას
ავტორები: რობაქიძე, თამუნა 
ხელმძღვანელი: ზარანდია, თამარ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საკუთრების უფლება
უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია
ინტერესთა კოლიზია
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება ითქვას, რომ
საკუთრების უფლება არსებობს ადამიანის როგორც ინდივიდის
არსებობასთან ერთად. წარმოუდგენელია ადამიანის ყოფა იმგვარად, რომ იგი
არ ახორციელებდეს ბატონობას რაიმე ნივთზე. ადამიანს საკუთრების განცდა
ინსტინქტის დონეზე აქვს განვითარებული.
„საკუთრება სამართლებრივი
წესრიგის ქმნილებაა და არა კანონმდებლის“.
საკუთრების უფლებას ყველა
სხვა სამართლებრივ კატეგორიებს შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს.
კერძო საკუთრება, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რანგშია
აყვანილი, გამოცხადებულია ხელშეუვალ და
ბუნებით უფლებად.
საკუთრება
დამოუკიდებელი ცხოვრების ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია –
ნივთის
მესაკუთრეს უფლება აქვს დაიცვას თავისი საკუთრება და გამორიცხოს
ნებისმიერი პირის მხრიდან ყოველგვარი ზემოქმედება.
საკუთრების უფლება
დაცულია კონსტიტუციით და მის შინაარსს საქართველოს სამოქალაქო
კოდექსი ( შემდგომში
- სსკ ) განსაზღვრავს. „ ...კერძო სამართალი პასუხობს
კითხვაზე, თუ
რა არის საკუთრება, კონსტიტუციური კი იმაზე, თუ როგორია
ამ საკუთრების დაცვის გარანტიები.
კონსტიტუციით აღიარებული
საკუთრების არსი სახელმწიფოს ჩარევისაგან მის დაცვაში მდგომარეობს.
ამასთან, კონსტიტუცია იცავს საკუთრებას, რომლის არსებობა კანონიერია,
რომელიც ნდობაუნარიანია. კონსტიტუციური დაცვის საგანს წარმოადგენს
სამართლებრივად უხარვეზო საკუთრება.“
საკუთრების უდიდესი
მნიშვნელობის მიუხედავად, იგი არ არის აბსოლუტურად
უზრუნველყოფილი ძირითადი უფლება.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მოსაზრებით, საკუთრება სოციალური ფუნქციის მატარებელია:
„... საკუთრებით სარგებლობა იმავდროულად უნდა ემსახურებოდეს საერთო
კეთილდღეობას“.
საკუთრების უფლების სოციალური ფუნქცია გულისხმობს
მესაკუთრეთა შიდა და გარე ვალდებულებებს.
URI: https://openscience.ge/handle/1/902
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro robakidze.pdfსაჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის როლი და სამართლებრივ ინტერესთა კოლიზია უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენისას934.41 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

268
checked on May 4, 2024

გადმოწერა

1,137
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.