Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის როლი და სამართლებრივ ინტერესთა კოლიზია უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენისას
 
  • Details

საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის როლი და სამართლებრივ ინტერესთა კოლიზია უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენისას

Date Issued
2019
Author(s)
რობაქიძე, თამუნა  
Advisor
ზარანდია, თამარ  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/902
Abstract
საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება ითქვას, რომ
საკუთრების უფლება არსებობს ადამიანის როგორც ინდივიდის
არსებობასთან ერთად. წარმოუდგენელია ადამიანის ყოფა იმგვარად, რომ იგი
არ ახორციელებდეს ბატონობას რაიმე ნივთზე. ადამიანს საკუთრების განცდა
ინსტინქტის დონეზე აქვს განვითარებული.
„საკუთრება სამართლებრივი
წესრიგის ქმნილებაა და არა კანონმდებლის“.
საკუთრების უფლებას ყველა
სხვა სამართლებრივ კატეგორიებს შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს.
კერძო საკუთრება, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რანგშია
აყვანილი, გამოცხადებულია ხელშეუვალ და
ბუნებით უფლებად.
საკუთრება
დამოუკიდებელი ცხოვრების ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია –
ნივთის
მესაკუთრეს უფლება აქვს დაიცვას თავისი საკუთრება და გამორიცხოს
ნებისმიერი პირის მხრიდან ყოველგვარი ზემოქმედება.
საკუთრების უფლება
დაცულია კონსტიტუციით და მის შინაარსს საქართველოს სამოქალაქო
კოდექსი ( შემდგომში
- სსკ ) განსაზღვრავს. „ ...კერძო სამართალი პასუხობს
კითხვაზე, თუ
რა არის საკუთრება, კონსტიტუციური კი იმაზე, თუ როგორია
ამ საკუთრების დაცვის გარანტიები.
კონსტიტუციით აღიარებული
საკუთრების არსი სახელმწიფოს ჩარევისაგან მის დაცვაში მდგომარეობს.
ამასთან, კონსტიტუცია იცავს საკუთრებას, რომლის არსებობა კანონიერია,
რომელიც ნდობაუნარიანია. კონსტიტუციური დაცვის საგანს წარმოადგენს
სამართლებრივად უხარვეზო საკუთრება.“
საკუთრების უდიდესი
მნიშვნელობის მიუხედავად, იგი არ არის აბსოლუტურად
უზრუნველყოფილი ძირითადი უფლება.
საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს მოსაზრებით, საკუთრება სოციალური ფუნქციის მატარებელია:
„... საკუთრებით სარგებლობა იმავდროულად უნდა ემსახურებოდეს საერთო
კეთილდღეობას“.
საკუთრების უფლების სოციალური ფუნქცია გულისხმობს
მესაკუთრეთა შიდა და გარე ვალდებულებებს.
Subjects

საკუთრების უფლება

უტყუარობისა და სისრულ...

ინტერესთა კოლიზია

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro robakidze.pdf

Description
საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის როლი და სამართლებრივ ინტერესთა კოლიზია უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენისას
Size

934.41 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):49ed0f293d511d06442f3935481ff837

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings