Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/902
Title: | საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის როლი და სამართლებრივ ინტერესთა კოლიზია უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენისას | Authors: | რობაქიძე, თამუნა | Advisor: | ზარანდია, თამარ | Degree Name: | Master of Law სამართლის მაგისტრი |
Degree Discipline: | სამართალი/LAW | Degree Level (0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral): | 1 | Institution: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Faculty: | Faculty of Law იურიდიული ფაკულტეტი |
Keywords: | საკუთრების უფლება უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ინტერესთა კოლიზია |
Issue Date: | 2019 | Publisher: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Abstract: | საკუთრება ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია. შეიძლება ითქვას, რომ საკუთრების უფლება არსებობს ადამიანის როგორც ინდივიდის არსებობასთან ერთად. წარმოუდგენელია ადამიანის ყოფა იმგვარად, რომ იგი არ ახორციელებდეს ბატონობას რაიმე ნივთზე. ადამიანს საკუთრების განცდა ინსტინქტის დონეზე აქვს განვითარებული. „საკუთრება სამართლებრივი წესრიგის ქმნილებაა და არა კანონმდებლის“. საკუთრების უფლებას ყველა სხვა სამართლებრივ კატეგორიებს შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს. კერძო საკუთრება, რომელიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების რანგშია აყვანილი, გამოცხადებულია ხელშეუვალ და ბუნებით უფლებად. საკუთრება დამოუკიდებელი ცხოვრების ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია – ნივთის მესაკუთრეს უფლება აქვს დაიცვას თავისი საკუთრება და გამორიცხოს ნებისმიერი პირის მხრიდან ყოველგვარი ზემოქმედება. საკუთრების უფლება დაცულია კონსტიტუციით და მის შინაარსს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ( შემდგომში - სსკ ) განსაზღვრავს. „ ...კერძო სამართალი პასუხობს კითხვაზე, თუ რა არის საკუთრება, კონსტიტუციური კი იმაზე, თუ როგორია ამ საკუთრების დაცვის გარანტიები. კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების არსი სახელმწიფოს ჩარევისაგან მის დაცვაში მდგომარეობს. ამასთან, კონსტიტუცია იცავს საკუთრებას, რომლის არსებობა კანონიერია, რომელიც ნდობაუნარიანია. კონსტიტუციური დაცვის საგანს წარმოადგენს სამართლებრივად უხარვეზო საკუთრება.“ საკუთრების უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, იგი არ არის აბსოლუტურად უზრუნველყოფილი ძირითადი უფლება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, საკუთრება სოციალური ფუნქციის მატარებელია: „... საკუთრებით სარგებლობა იმავდროულად უნდა ემსახურებოდეს საერთო კეთილდღეობას“. საკუთრების უფლების სოციალური ფუნქცია გულისხმობს მესაკუთრეთა შიდა და გარე ვალდებულებებს. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/902 |
Appears in Collections: | იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
samagistro robakidze.pdf | საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის როლი და სამართლებრივ ინტერესთა კოლიზია უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების კეთილსინდისიერი შეძენისას | 934.41 kB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
268
checked on May 4, 2024
Download(s)
1,137
checked on May 4, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.