გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/891
სათაური: ინფორმირების ვალდებულება და მისი დარღვევის სამართლებრივი შედეგები სადაზღვევო ურთიერთობებში
ავტორები: დეკანოსიძე, რევაზ 
ხელმძღვანელი: ჩიტაშვილი, ნათია 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: დაზღვევის ხელშეკრულება
ინფორმირების ვალდებულება
სადაზღვევო ურთიერთობები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი ეხება სადაზღვევო ურთიერთობებში
ინფორმირების ვალდებულების მნიშვნელობასა და ამ ვალდებულების
დარღვევიდან მომდინარე შესაძლო სამართლებრივ შედეგებს. ნაშრომის
შესავალ ნაწილში განხილულია საკითხის აქტუალობა, კვლევის ფარგლები,
მეთოდები და ნაშრომის სტრუქტურა.
საკითხის აქტუალობა
სადაზღვევო ურთიერთობება, საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, მაღალი
ხარისხის მორალურ-ეთიკური ვალდებულებებით ხასიათდება. იმისათვის,
რომ ხელშეკრულების ორივე მხარის ინტერესი მთელი სახელშეკრულებო
ურთიერთობის განმავლობაში იყოს დაცული, აუცილებელია, რომ მხარეები
მოქმედებდნენ კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით.
კეთილსინდისიერება, თავისი არსით, მოიაზრებს ერთმანეთის მიმართ
გულისხმიერების გამოვლენასაც. აღნიშნული კი ორმხრივი და
მრავალმხრივი გარიგებებისათვის უპირველესად მოიცავს ჯერ
წინასახელშეკრულებო, ხოლო შემდგომ სახელშეკრულებო ურთიერთობის
მიმდინარეობისას ინფორმირების ვალდებულების მკაცრ და განუხრელ
დაცვას.
მას შემდეგ, რაც სადაზღვევო ურთიერთობების წარმოშობა მოხდა,
დაზღვევამ დღევანდელ ფორმამდე მისასვლელად განვითარების საკმაო გზა
გაიარა. დაზღვევის უმარტივესი ფორმებიდან წარმოიშვა შედარებით რთული,
მრავალსუბიექტიანი და მაღალი ღირებულების სადაზღვევო ურთიერთობები,
რამაც, ცხადია, გააჩინა მხარეთა შორის უფლებებისა და ვალდებულებების
სამართლიანი განაწილების საჭიროება.
იმისათვის, რომ მხარეთა მიერ სამართლიანად განისაზღვროს სადაზღვევო
ურთიერთობის შედეგები, აუცილებელია, რომ მხარეები აღჭურვილნი იყვნენ
ზუსტი და საკმარისი ინფორმაციით. აღნიშნული საჭირო ინფორმაცია,
შესაძლებელია, რომ მხარეებს ერთმანეთის შესახებ დამოუკიდებლადაც
გააჩნდეთ, თუმცა უმეტეს შემთხვევებში გამორიცხულია, მათ ჰქონდეთ ისეთი
ცოდნა, რომელიც საკმარისი იქნება ინფორმაციული დისბალანსის
გასაწონასწორებლად.
URI: https://openscience.ge/handle/1/891
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro dekanosidze.pdfინფორმირების ვალდებულება და მისი დარღვევის სამართლებრივი შედეგები სადაზღვევო ურთიერთობებში1 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

221
checked on May 20, 2024

გადმოწერა

1,214
checked on May 20, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.