Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/891
Title: ინფორმირების ვალდებულება და მისი დარღვევის სამართლებრივი შედეგები სადაზღვევო ურთიერთობებში
Authors: დეკანოსიძე, რევაზ 
Advisor: ჩიტაშვილი, ნათია 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: დაზღვევის ხელშეკრულება
ინფორმირების ვალდებულება
სადაზღვევო ურთიერთობები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი ეხება სადაზღვევო ურთიერთობებში
ინფორმირების ვალდებულების მნიშვნელობასა და ამ ვალდებულების
დარღვევიდან მომდინარე შესაძლო სამართლებრივ შედეგებს. ნაშრომის
შესავალ ნაწილში განხილულია საკითხის აქტუალობა, კვლევის ფარგლები,
მეთოდები და ნაშრომის სტრუქტურა.
საკითხის აქტუალობა
სადაზღვევო ურთიერთობება, საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, მაღალი
ხარისხის მორალურ-ეთიკური ვალდებულებებით ხასიათდება. იმისათვის,
რომ ხელშეკრულების ორივე მხარის ინტერესი მთელი სახელშეკრულებო
ურთიერთობის განმავლობაში იყოს დაცული, აუცილებელია, რომ მხარეები
მოქმედებდნენ კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით.
კეთილსინდისიერება, თავისი არსით, მოიაზრებს ერთმანეთის მიმართ
გულისხმიერების გამოვლენასაც. აღნიშნული კი ორმხრივი და
მრავალმხრივი გარიგებებისათვის უპირველესად მოიცავს ჯერ
წინასახელშეკრულებო, ხოლო შემდგომ სახელშეკრულებო ურთიერთობის
მიმდინარეობისას ინფორმირების ვალდებულების მკაცრ და განუხრელ
დაცვას.
მას შემდეგ, რაც სადაზღვევო ურთიერთობების წარმოშობა მოხდა,
დაზღვევამ დღევანდელ ფორმამდე მისასვლელად განვითარების საკმაო გზა
გაიარა. დაზღვევის უმარტივესი ფორმებიდან წარმოიშვა შედარებით რთული,
მრავალსუბიექტიანი და მაღალი ღირებულების სადაზღვევო ურთიერთობები,
რამაც, ცხადია, გააჩინა მხარეთა შორის უფლებებისა და ვალდებულებების
სამართლიანი განაწილების საჭიროება.
იმისათვის, რომ მხარეთა მიერ სამართლიანად განისაზღვროს სადაზღვევო
ურთიერთობის შედეგები, აუცილებელია, რომ მხარეები აღჭურვილნი იყვნენ
ზუსტი და საკმარისი ინფორმაციით. აღნიშნული საჭირო ინფორმაცია,
შესაძლებელია, რომ მხარეებს ერთმანეთის შესახებ დამოუკიდებლადაც
გააჩნდეთ, თუმცა უმეტეს შემთხვევებში გამორიცხულია, მათ ჰქონდეთ ისეთი
ცოდნა, რომელიც საკმარისი იქნება ინფორმაციული დისბალანსის
გასაწონასწორებლად.
URI: https://openscience.ge/handle/1/891
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro dekanosidze.pdfინფორმირების ვალდებულება და მისი დარღვევის სამართლებრივი შედეგები სადაზღვევო ურთიერთობებში1 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

221
checked on May 2, 2024

Download(s)

1,210
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.