Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/891
Title: | ინფორმირების ვალდებულება და მისი დარღვევის სამართლებრივი შედეგები სადაზღვევო ურთიერთობებში | Authors: | დეკანოსიძე, რევაზ | Advisor: | ჩიტაშვილი, ნათია | Degree Name: | Master of Law სამართლის მაგისტრი |
Degree Discipline: | სამართალი/LAW | Degree Level (0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral): | 1 | Institution: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Faculty: | Faculty of Law იურიდიული ფაკულტეტი |
Keywords: | დაზღვევის ხელშეკრულება ინფორმირების ვალდებულება სადაზღვევო ურთიერთობები |
Issue Date: | 2019 | Publisher: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Abstract: | წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი ეხება სადაზღვევო ურთიერთობებში ინფორმირების ვალდებულების მნიშვნელობასა და ამ ვალდებულების დარღვევიდან მომდინარე შესაძლო სამართლებრივ შედეგებს. ნაშრომის შესავალ ნაწილში განხილულია საკითხის აქტუალობა, კვლევის ფარგლები, მეთოდები და ნაშრომის სტრუქტურა. საკითხის აქტუალობა სადაზღვევო ურთიერთობება, საკუთარი ხასიათიდან გამომდინარე, მაღალი ხარისხის მორალურ-ეთიკური ვალდებულებებით ხასიათდება. იმისათვის, რომ ხელშეკრულების ორივე მხარის ინტერესი მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში იყოს დაცული, აუცილებელია, რომ მხარეები მოქმედებდნენ კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით. კეთილსინდისიერება, თავისი არსით, მოიაზრებს ერთმანეთის მიმართ გულისხმიერების გამოვლენასაც. აღნიშნული კი ორმხრივი და მრავალმხრივი გარიგებებისათვის უპირველესად მოიცავს ჯერ წინასახელშეკრულებო, ხოლო შემდგომ სახელშეკრულებო ურთიერთობის მიმდინარეობისას ინფორმირების ვალდებულების მკაცრ და განუხრელ დაცვას. მას შემდეგ, რაც სადაზღვევო ურთიერთობების წარმოშობა მოხდა, დაზღვევამ დღევანდელ ფორმამდე მისასვლელად განვითარების საკმაო გზა გაიარა. დაზღვევის უმარტივესი ფორმებიდან წარმოიშვა შედარებით რთული, მრავალსუბიექტიანი და მაღალი ღირებულების სადაზღვევო ურთიერთობები, რამაც, ცხადია, გააჩინა მხარეთა შორის უფლებებისა და ვალდებულებების სამართლიანი განაწილების საჭიროება. იმისათვის, რომ მხარეთა მიერ სამართლიანად განისაზღვროს სადაზღვევო ურთიერთობის შედეგები, აუცილებელია, რომ მხარეები აღჭურვილნი იყვნენ ზუსტი და საკმარისი ინფორმაციით. აღნიშნული საჭირო ინფორმაცია, შესაძლებელია, რომ მხარეებს ერთმანეთის შესახებ დამოუკიდებლადაც გააჩნდეთ, თუმცა უმეტეს შემთხვევებში გამორიცხულია, მათ ჰქონდეთ ისეთი ცოდნა, რომელიც საკმარისი იქნება ინფორმაციული დისბალანსის გასაწონასწორებლად. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/891 |
Appears in Collections: | იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
samagistro dekanosidze.pdf | ინფორმირების ვალდებულება და მისი დარღვევის სამართლებრივი შედეგები სადაზღვევო ურთიერთობებში | 1 MB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
221
checked on May 19, 2024
Download(s)
1,212
checked on May 19, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.