გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/802
სათაური: მომხმარებლის გამოცდილების (UX) პროფესიონალთა პიროვნული და შრომითი მახასიათებლების შესწავლა
ავტორები: ჩიტიაშვილი, ვანცა 
ხელმძღვანელი: კუტალაძე, ია 
ხარისხის სახელი: Master of Arts (MA) in Work and Organizational Psychology
შრომისა და ორანიზაციის ფსიქოლოგის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია (MA). Master of Arts (MA) in Work and Organizational Psychology (MA)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: UX
ომხმარებლის გამოცდილება
მომხმარებლის გამოცდილების კვლევა
მომხმარებლის გამოცდილების დიზაინი
სამუშაოს აღწერა-ანალიზი
პიროვნული პროფილი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ტექნოლოგიების ეპოქაში, სადაც პროდუქტისა თუ კომპანიის ეფექტურობა და
წარმატება სულ უფრო მეტად ხდება დაფუძნებული ბაზარზე კონკურენტული
უპირატესობის მოპოვებასა და შენარჩუნებაზე, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება
მომხმარებელთა საჭიროებებზე, მათ ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული
გადაწყვეტილებების მიღება და ადამიანებისთვის ისეთი პროდუქციის ან/და
მომსახურების შეთავაზება, რომელიც მომხმარებლის კმაყოფილებას და, საბოლოო
ჯამში, კომპანიისა თუ პროდუქტისადმი ლოიალობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
მომხმარებლის გამოცდილების (UX) მთავარ მიზანს სწორედ მომხმარებელთა
საჭიროებებზე, ინტერესებსა და სურვილებზე მორგებული პროდუქციისა თუ სერვისის
შექმნა წარმოადგენს. მომხმარებლის გამოცდილების დარგი მე-20 საუკუნის მიწურულს
ადამიანი-კომპიუტერის ურთიერთქმედების უფრო ფართო დარგის საფუძველზე
შეიქმნა და ბოლო ათწლეულის მანძილზე განსაკუთრებით პოპულარული გახდა მთელ
მსოფლიოში. დარგის ერთერთი წამყვანი საკონსულტაციო-სატრენინგო ორგანიზაცია
ნილსენ-ნორმანის ჯგუფის (Nielsen-Norman Group; NN’G) მიერ ჩატარებული ანალიზის
მიხედვით, მომხმარებლის გამოცდილების დარგში მომუშავე ადამიანთა რიცხვი
დღეისთვის დაახლოებით მილიონს აღწევს და ამ რიცხვის ზრდა მომდევნო 30 წლის
მანძილზე 100-ჯერ არის მოსალოდნელი. [13] ამ დარგის მიმართ ინტერესი
საქართველოშიც დღითიდღე მატულობს, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ქართული
კომპანიები უფრო და უფრო მეტად მიმართავენ მონაცემებით მართულ (data-driven)
გადაწყვეტილების მიღების გზებს და ბოლო წლების მანძილზე სულ უფრო მეტ
ქართულ კომპანიაში გაჩნდა UX პოზიციები.
URI: https://openscience.ge/handle/1/802
ჩანს კოლექციებში:ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro chitiashvili.pdfმომხმარებლის გამოცდილების (UX) პროფესიონალთა პიროვნული დაშრომითი მახასიათებლების შესწავლა1.91 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

111
checked on May 5, 2024

გადმოწერა

1,602
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.