გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/710
სათაური: ტრადიციული საცხოვრებელი ნაგებობები სოფელ ხიზაბავრაში
ავტორები: ზედგინიძე, თამარ 
ხელმძღვანელი: ჯაბუა, ნათელა 
ხარისხის სახელი: ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ტრადიციული საცხოვრებელი ნაგებობები
სოფელი ხიზაბავრა
სამცხე-ჯავახეთი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ანოტაცია
სამცხე-ჯავახეთი დარბაზული ტიპის საცხოვრებლების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი

რეგიონია, სადაც რიგ სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიციული
ხალხური ხუროთმოძღვრების ნიმუშები. ბუნებრივი გარემოებების ზემოქმედებითა და
თავად მეპატრონეთა ნება-სურვილით ხშირ შემთხვევაში ძირეულად გადაკეთებულია
ან სრულიად განადგურებულია დარბაზოვანი კომპლექსები. საკითხის აქტუალობა მით
უფრო მწვავეა ვინაიდან, ჩვენამდე შემორჩენილი ნიმუშები ფაქტობრივად
განადგურების პირასაა და არსებული მდგომარეობის ყოველდღიურ ფიქსაციას
მოითხოვს.
წინამდებარე ნაშრომში კვლევის ობიექტს წარმოადგენს ჯავახეთის ერთ-ერთი სოფელი
ხიზაბავრა და მის განაშენიანებაში შემორჩენილი რვა დარბაზოვანი კომპლექსი და
ცალკეული სათავსო-ნაგებობა, რომლებიც ჩვენს დრომდე მოღწეულ ტრადიციული
საცხოვრებლების საინტერესო ნიმუშებს წარმოადგენენ.
ნაშრომის შესავალში დასახულია კვლევის ამოცანები. პირველი თავი ეთმობა სამცხეჯავახეთის

რეგიონის გეოგრაფიულ-ისტორიულ მიმოხილვასა და სოფელ ხიზაბავრის
მოკლე აღწერილობას.
მეორე თავში დეტალურად განხილულია საკვლევი რვა მიწურ-ბანიანი ნაგებობა: გია
ხუციშვილის, ფანჩო ველიჯანაშვილის, ნოდარ ხაზალაშვილის, ზურა კეღოშვილის,
ლუბა კეღოშვილის, ელდარ მურადაშვილის, პავლე კეღოშვილის და გოდერძი
მაზმიშვილის საცხოვრებლები. მოცემულია ნაგებობათა სამშენებლო-არქიტექტურულგეგმარებითი
აღწერილობა.

მესამე თავი ეთმობა არქიტექტურულ-მხატვრულ ანალიზს. მასალა წარმოდგენილია
დარბაზის რეგიონულ ზოგადსახასიათო ნიშნებთან მიმართებაში და გამოვლენილია
კონკრეტული ნიმუშების ხუროთმოძღვრული მახასიათებლები.
URI: https://openscience.ge/handle/1/710
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
ზედგინიძე თამარ.pdfტრადიციული საცხოვრებელი ნაგებობები სოფელ ხიზაბავრაში9.9 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

115
checked on May 3, 2024

გადმოწერა

1,829
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.