Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Humanities
  6. Dissertations and Master Theses
  7. ტრადიციული საცხოვრებელი ნაგებობები სოფელ ხიზაბავრაში
 
  • Details

ტრადიციული საცხოვრებელი ნაგებობები სოფელ ხიზაბავრაში

Date Issued
2019
Author(s)
ზედგინიძე, თამარ  
Advisor
ჯაბუა, ნათელა  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Humanities  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/710
Abstract
ანოტაცია
სამცხე-ჯავახეთი დარბაზული ტიპის საცხოვრებლების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი

რეგიონია, სადაც რიგ სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიციული
ხალხური ხუროთმოძღვრების ნიმუშები. ბუნებრივი გარემოებების ზემოქმედებითა და
თავად მეპატრონეთა ნება-სურვილით ხშირ შემთხვევაში ძირეულად გადაკეთებულია
ან სრულიად განადგურებულია დარბაზოვანი კომპლექსები. საკითხის აქტუალობა მით
უფრო მწვავეა ვინაიდან, ჩვენამდე შემორჩენილი ნიმუშები ფაქტობრივად
განადგურების პირასაა და არსებული მდგომარეობის ყოველდღიურ ფიქსაციას
მოითხოვს.
წინამდებარე ნაშრომში კვლევის ობიექტს წარმოადგენს ჯავახეთის ერთ-ერთი სოფელი
ხიზაბავრა და მის განაშენიანებაში შემორჩენილი რვა დარბაზოვანი კომპლექსი და
ცალკეული სათავსო-ნაგებობა, რომლებიც ჩვენს დრომდე მოღწეულ ტრადიციული
საცხოვრებლების საინტერესო ნიმუშებს წარმოადგენენ.
ნაშრომის შესავალში დასახულია კვლევის ამოცანები. პირველი თავი ეთმობა სამცხეჯავახეთის

რეგიონის გეოგრაფიულ-ისტორიულ მიმოხილვასა და სოფელ ხიზაბავრის
მოკლე აღწერილობას.
მეორე თავში დეტალურად განხილულია საკვლევი რვა მიწურ-ბანიანი ნაგებობა: გია
ხუციშვილის, ფანჩო ველიჯანაშვილის, ნოდარ ხაზალაშვილის, ზურა კეღოშვილის,
ლუბა კეღოშვილის, ელდარ მურადაშვილის, პავლე კეღოშვილის და გოდერძი
მაზმიშვილის საცხოვრებლები. მოცემულია ნაგებობათა სამშენებლო-არქიტექტურულგეგმარებითი
აღწერილობა.

მესამე თავი ეთმობა არქიტექტურულ-მხატვრულ ანალიზს. მასალა წარმოდგენილია
დარბაზის რეგიონულ ზოგადსახასიათო ნიშნებთან მიმართებაში და გამოვლენილია
კონკრეტული ნიმუშების ხუროთმოძღვრული მახასიათებლები.
Subjects

ტრადიციული საცხოვრებე...

სოფელი ხიზაბავრა

სამცხე-ჯავახეთი

Degree Name
ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი
Degree Discipline
კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

ზედგინიძე თამარ.pdf

Description
ტრადიციული საცხოვრებელი ნაგებობები სოფელ ხიზაბავრაში
Size

9.67 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):66ce6d00360a84050ae809504f15ce35

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings