გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2475
სათაური: კორიუნის „მაშტოცის ცხოვრება“
სხვა სათაურები: (ტექსტის თარგმნა, გამოკვლევა და კომენტარები)
ავტორები: გაფრინდაშვილი, ხათუნა 
ხელმძღვანელი: ალექსიძე, ზაზა 
ჩანტლაძე, ნათია 
ხარისხის სახელი: PhD in Philology
ფილოლოგიის დოქტორი
სასწავლო პროგრამის სახელი: ფილოლოგია / Philology
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Humanities 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სომხური მწერლობა
სომეხი საეკლესიო მოღვაწე მაშტოცი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The Live of Maštoc‘ by Koriwn, Armenian author of 5th century is the oldest original monument of Armenian literature. It describes life and activities of Armenian theologian of 5th century – Maštoc‘. The work contains significant data about Georgia. It makes particular emphasis on Maštoc‘’s merits in creation of the alphabets for Armenians, as well as for Georgians and Caucasian Albanians. Armenian scientific community shares Koriwn’s narration without any criticism and regards that this is the truth, just as the story of Maštoc‘’s younger follower and eyewitness while Georgian scientific community still regards this issue critically. Though the work deals with the most significant issues of Caucasian studies, irrespective of great interest to Koriwn’s work, The Life of Maštoc‘ was not translated into Georgian up to present.
In our work on dissertation we set as a goal to study of Koriwn’s work critically and its translation into Georgian would be the scientific novelty allowing Georgian researchers to rely on Georgian version of The Life of Maštoc‘, get familiar with the literature related to the issue collected in single publication in Georgian language. In the dissertation work Koriwn’s The Life of Maštoc‘ is researched in the context of text studies and source studies. Work presents the Armenian texts of all three (A, B, C) groups fully, with Georgian translations and comments.
The dissertation clearly shows how the abovementioned composition by Koriwn has been altered by editors and how the role of Maštoc‘ was transformed from the local preacher to the creator of the alphabets in Transcaucasia.

V საუკუნის სომეხი ავტორის კორიუნის „მაშტოცის ცხოვრება“ სომხური მწერლობის უძველესი ორიგინალური ძეგლია. მასში აღწერილია სომეხი საეკლესიო მოღვაწის, მაშტოცის ცხოვრება და საქმიანობა. კორიუნის თხზულება მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს საქართველოს შესახებ. განსაკუთრებით ხაზგასმულია მაშტოცის დამსახურება სომხების, ქართველებისა და კავკასიის ალბანელებისთვის დამწერლობათა შექმნის საქმეში. სომხურ სამეცნიერო წრეებში კორიუნის მონათხრობი უკრიტიკოდ არის გაზიარებული და სრულ ჭეშმარიტებად ითვლება, როგორც მაშტოცის უმცროსი მოწაფისა და თვითმხილველის ნაამბობი, ქართულ სამეცნიერო წრეებში კი ამ საკითხს დღემდე კრიტიკულად განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ თხზულებასთან კავკასიოლოგიის უმნიშვნელოვანესი საკითხებია დაკავშირებული და მკვლევართა დიდ ინტერესს იწვევს, დღემდე „მაშტოცის ცხოვრება“ ქართულად თარგმნილი არ ყოფილა.
სადისერტაციო ნაშრომში მიზნად დავისახეთ კორიუნის თხზულების კრიტიკული შესწავლა და ტექსტის ქართულად თარგმნა, რაც, ვფიქრობთ, საშუალებას მისცემს ქართველ მკვლევრებს, ისარგებლონ „მაშტოცის ცხოვრების“ ქართული გამოცემით, აგრეთვე ქართულ ენაზე გაეცნონ ერთად თავმოყრილ საკითხთან დაკავშირებულ ლიტერატურას. ნაშრომში კორიუნის „მაშტოცის ცხოვრება“ ტექსტოლოგიური და წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით არის შესწავლილი. თხზულების სამივე (A, B, C) ჯგუფის სომხური ტექსტები სრულად წარმოდგენილია პარალელური ქართული თარგმანითა და შენიშვნებით.
დისერტაციაში ნათლად არის ნაჩვენები, როგორ განიცდიდა კორიუნის თხზულება დროთა განმავლობაში რედაქტორთა მხრიდან გადაკეთებას და როგორ შეიცვალა მაშტოცის როლი ლოკალური მქადაგებლიდან ამიერკავკასიის ანბანების შემოქმედამდე.
URI: https://openscience.ge/handle/1/2475
ჩანს კოლექციებში:ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Gafrindashvili Disertacia.pdfკორიუნის „მაშტოცის ცხოვრება“3.19 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

168
checked on May 21, 2024

გადმოწერა

256
checked on May 21, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.