გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2456
სათაური: ჯანმრთელობაზე მოქმედი სოციალური დეტერმინანტები და მულტიდისციპლინური პრაქტიკა პირველად ჯანდაცვაში
ავტორები: მაღალდაძე, მარიამ 
ხელმძღვანელი: ყაზახაშვილი, ნატა 
ხარისხის სახელი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საზოგადოებრივი ჯანდაცვა (Public Health)
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Medicine 
მედიცინის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სოციალური დეტერმინანტები
ჯანმრთელობა
მულტიდისციპლინური პრაქტიკა
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
According to World Health Organization “Health is a state of complete physical,
mental and social well-being and not merely the absence of disease or infirmity.“ (WHO
2020) Some of the diseases can be triggered by social and economic environment.
One’s health is primarily influenced by lifestyle, behavior and environment in
which person lives, operate and function. Holistic medicine also accepts this point of
view. According to WHO’s report, which describes Georgia’s primary healthcare system,
it’s compulsory to reorganize the system, to implement a multi-sectoral policy and focus
on the main determinants.
Previous work focuses exactly on this topic, which aims to discuss social
determinants and primary health system together as part of one context. That increases
the role of primary healthcare system in preventing, managing and indicating diseases.
Given project also focuses necessity of system’s reorganization into multidisciplinary
teams. It’s methodical approach is quantitative research. Data was collected by the
meaning of online questionnaire. The research proved the hypothesis with the help of
data analysis.
It became clear that awareness about the social determinants that affect our
health is low among citizens and the primary healthcare providers (doctors and
managers). Primary healthcare system poorly achieves it’s goals. Awareness about
primary healthcare system’s multidisciplinary work principals is also low, which normally
would help citizens to maintain proper health condition and manage existing risks.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით ,,ჯანმრთელობა არის
სრული ფიზიკური, გონებრივი და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და
არა მხოლოდ დაავადების არარსებობა.” (World Health Organization, 2020). გარკვეულ
დაავადებათა პროვოცირებას შესაძლოა ხელი შეუწყოს იმ სოციალურ-ეკონომიკურმა
გარემომ, რომელშიც ადამიანს უწევს ცხოვრება, მუშაობა და ფუნქციონირება.
ადამიანის ჯანმრთელობას, მეტწილად განსაზღვრავს მისი ცხოვრების კონტექსტი,
ქცევები და გარემო, ამ ხედვას იზიარებს ჰოლისტიკური მედიცინაც. ჯანმრთელობის
მსოფლიო ორგანიზაციის 2018 წლის ანგარიშში, სადაც განხილულია საქართველოს
პირველადი ჯანდაცვის სიტემა, გაცემულია რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც
აუცილებელია სისტემის რეორგანიზება, მულტისექტორული პოლიტიკის წარმოება
და ძირითად დეტერმინანტებზე ფოკუსირება.
სწორედ, ამ საკითხებზე მსჯელობას ემსახურება წინამდებარე ნაშრომი,
რომლის მიზანია, ჯანმრთელობაზე მოქმედი სოციალური დეტერმინანტების და
პირველადი ჯანდაცვის სისტემის ერთიან კონტექსტში განხილვა, რაც გულისხმობს
პირველადი ჯანდაცვის როლის გაზრდას დაავადებათა პრევენციის, მართვის და
იდენტიფიცირების პროცესში. ასევე ნაშრომი აქცენტს აკეთებს სისტემის
მულტიდისციპლინურ გუნდებად რეორგანიზების საჭიროებაზე. კვლევის
მეთოდოლოგიური საფუძველია რაოდენობრივი კვლევა, მონაცემები შეგროვდა
წინასწარ შედგენილი ელექტრონული კითხვარის საშუალებით. კვლევის შედეგად
დადასტურდა ჰიპოთეზა. მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა,
რომ ჯანმრთელობაზე მოქმედი სოციალური დეტერმინანტების გავლენის მიმართ
ინფორმირებულობა დაბალია, როგორც მოქალაქეების, ისე პირველად ჯანდაცვაში
დასაქმებული სერვისის მომწოდებელი ექიმებისა და მენეჯერების ჯგუფში.
პირველადი ჯანდაცვა სუსტად ასრულებს მის წინაშე არსებულ ამოცანებს. ასევე,
დაბალია ინფორმირებულობის დონე, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში
მულტიდისციპლინური მუშაობის პრინციპების შედეგებზე, რაც ემსახურება
მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და საზოგადოებაში არსებული
ჯანმრთელობის რისკების მართვას.
URI: https://openscience.ge/handle/1/2456
ჩანს კოლექციებში:მედიცინის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Samagistro Maghaldadze.pdfჯანმრთელობაზე მოქმედი სოციალური დეტერმინანტები და მულტიდისციპლინური პრაქტიკა პირველად ჯანდაცვაში1.85 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

243
checked on May 5, 2024

გადმოწერა

978
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.