გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1462
სათაური: შესრულებული სამუშაოს ხარისხის მართვის სტანდარტების დანერგვა საქართველოს საჯარო სექტორში: ელექტრონული მექანიზმების გამოყენების ინტენსივობა და ეფექტურობა
ავტორები: ჭრიკიშვილი, თამთა 
ხელმძღვანელი: მაჭარაშვილი, ნანი 
ხარისხის სახელი: Master of Arts in Public Policy and Administration
საჯარო მმართველობის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა. Public Policy and Administration
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: შესრულებული სამუშაოს ხარისხის მართვა
ელექტრონული მმართველობა
ხარისხის მართვის დანერგვის პერსპექტივები
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
There are many novelties in Georgian Public Sector based on New Civil Service Law. The basic changes
were made to develop and institutionalize the institute of Professional Civil Servant. As a result of these
changes Performance Management system is being developed by developing performance appraisal
system, career management and rewarding systems and opportunities of professional development. The
issue is becoming more actual as the implementation of the system will have important legal outcomes,
on the on hand, career promotion and on the other hand, dismission of professional civil servants, but the
theme has not been researched yet.
The aim of the conducted survey is to analyze the intensivity of implementation of electronic tools and
based on this process, to identify if the development of performance management system is focused on
effectiveness and producticity. To achieve this goal, there are some research objectives: analyzing the
perceptions of civil servants from Ministry of Justice, Ministry of Defense and Ministry of Foreign
Affairs; in addition, the research is concentrated on the opinions of representatives from HR units from
the above-mentioned organizations; furthermore, there is an objective to conduct comparative analysis
of the expert opinions of Georgian and Foreign HR experts and practitioners. The achievement of these
objectives will give an opportunity to analyze the perspectives and challenges of implementation of
performance management system and the usage of technologies through this process.

ქართულ საჯარო სექტორში, საკანონმდებლო ცვლილებიდან გამომდინარე, უამრავი
სიახლეა. ძირითადი სიახლეები პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტის
ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას ემსახურება და შედეგად, მკვიდრდება შესრულებული
სამუშაოს ხარისხის მართვის სისტემა: შესრულებული სამუშაოს შეფასების, კარიერული
განვითარების, წახალისებისა და პროფესიული განვითარების საფუძვლები. საკითხს
განსაკუთრებულ აქტუალურობას სძენს ის, რომ სისტემის დანერგვას მნიშვნელოვანი
სამართლებრივი შედეგები მოყვება, მათ შორის, საჯარო მოხელეთა წინსვა ან მეორეს მხრივ,
მათი დაკავებული სამსახურიდან გათავისუფლება, საკითხი კი ნაკვლევი არ არის.
ნაშრომის ფარგლებში განხორციელებული კვლევის მიზანია ელექტრონული მექანიზმების
დანერგვის ინტენსიურობის ანალიზის საფუძველზე დადგინდეს, რამდენად არის
საქართველოში შესრულებული სამუშაოს ხარისხის მართვის დანერგვა ორიენტირებული
ეფექტურობასა და შედეგზე. მიზნის მისაღწევად, კვლევის ამოცანაა თავდაცვის
სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პროფესიულ
საჯარო მოხელეთა კვლევის, ასევე, ამავე ორგანიზაციების ადამიანური რესურსების
მართვის ერთეულების წარმომადგენელთა და ქართველი და უცხოელი ექსპერტების
მოსაზრებების ანალიზის საფუძველზე დადგინდეს, როგორია მათი აღქმები და
დამოკიდებულებები შესრულებული სამუშაოს ხარისხის მართვის დანერგვასთან
დაკავშირებით და რამდენად გამოიყენება ამ კუთხით ელექტრონული სერვისები.
URI: https://openscience.ge/handle/1/1462
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis. Tchrikishvili sajaro.pdfშესრულებული სამუშაოს ხარისხის მართვის სტანდარტების დანერგვა საქართველოს საჯარო სექტორში: ელექტრონულიმექანიზმების გამოყენების ინტენსივობა და ეფექტურობა1.12 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

166
checked on May 4, 2024

გადმოწერა

607
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.