გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის:
https://openscience.ge/handle/1/1081
სათაური: | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი კანონშემოქმედებით საქმიანობაში | ავტორები: | ბუაძე, გიორგი | ხელმძღვანელი: | ჭიღლაძე, ნანა | ხარისხის სახელი: | Master of Law სამართლის მაგისტრი |
სასწავლო პროგრამის სახელი: | სამართალი/LAW | განათლების საფეხური (0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო): | 1 | დაწესებულება: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ფაკულტეტი: | Faculty of Law იურიდიული ფაკულტეტი |
საკვანძო სიტყვები: | საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლი ნორმის განმარტება |
გამოცემის თარიღი: | 2019 | გამომცემელი: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რეზიუმე: | თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს კონცეფცია დამყარებულია ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფის იმგვარ პრინციპზე, რომელიც გულისხმობს ამ უფლებების არამხოლოდ დაცვას სახელმწიფოსაგან, არამედ ასევე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ამ უფლებების დაცვის მიმართულებით. აღნიშნულ მიზანს ემსახურება ხელისუფლების დანაწილების დოქტრინა, რომელიც შექმნილია ხელისუფლების შტოების თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დასაცავად და ეფექტიანი მმართველობის განსახორციელებლად, რაც გამორიცხავს უფლებამოსილებათა გაორებას და შეუზღუდავი ძალაუფლების რომელიმე ერთი შტოს ხელში თავმოყრას. ნებისმიერი სახელმწიფო მმართველობა იქნება წარმატებული, თუკი ძალაუფლების გამიჯვნასთან ერთად უზრუნველყოფილი იქნება მისი შეკავება–გაწონასწორების მექანიზმის გამართულად ფუნქციონირება. მედისონი ფიქრობდა, რომ ხელისუფლების შტოები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ერთმანეთის გაძლიერების პარალელურად, ერთმანეთის გაკონტროლებასაც უნდა ახერხებდნენ. იმისათვის, რომ ხელისუფლების დანაწილება, სახელმწიფო ფუნქციების რაციონალური განაწილების გზით, ძირითადი უფლებების დაცვის მიზანს ემსახურებოდეს, აუცილებელია სხვადასხვა ორგანოებმა, რომელთა საქმიანობა განსხვავებულ ასპექტებსა და ინტერესებს მოიცავს, ერთმანეთის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მომზადებაში მიიღონ მონაწილეობა (თანამოქმედება), მათ შორის ასეთ გადაწყვეტილებათა შემდგომი გადამოწმების მექანიზმებით. ამ თვალსაზრისით ხელისუფლების რომელიმე შტოსათვის კომპეტენციების მინიჭება გულისხმობს მისთვის ერთგვარი გაფრთხილების მიცემას, რომ მის მოქმედებებს შესაძლოა ხელისუფლების სხვა შტოსგან წინააღმდეგობა შეხვდეს. ხოლო ძალაუფლების კონცენტრაციის შემაკავებელი მთავარი ბერკეტი სწორედ მაშინ არის უზრუნველყოფილი, როცა „ძალაუფლების მსურველი და ამ სურვილის მისაღწევი მექანიზმების მფლობელი ერთი და იგივე პირი არაა“. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/1081 |
ჩანს კოლექციებში: | იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი | აღწერა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
samagistro buadze.pdf | საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი კანონშემოქმედებით საქმიანობაში | 1.03 MB | Adobe PDF | დათვალიერება-გახსნა |
CORE Recommender
გვერდის დათვალიერება
261
checked on May 18, 2024
გადმოწერა
2,585
checked on May 18, 2024
Google ScholarTM
გადამოწმება
ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.