გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1081
DC ველიმნიშვნელობაენა
dc.contributor.advisorჭიღლაძე, ნანაka
dc.contributor.authorბუაძე, გიორგიka
dc.date.accessioned2019-12-13T13:05:21Z-
dc.date.available2019-12-13T13:05:21Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttps://openscience.ge/handle/1/1081-
dc.description.abstractთანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს კონცეფცია დამყარებულია ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფის იმგვარ პრინციპზე, რომელიც გულისხმობს ამ უფლებების არამხოლოდ დაცვას სახელმწიფოსაგან, არამედ ასევე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ამ უფლებების დაცვის მიმართულებით. აღნიშნულ მიზანს ემსახურება ხელისუფლების დანაწილების დოქტრინა, რომელიც შექმნილია ხელისუფლების შტოების თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დასაცავად და ეფექტიანი მმართველობის განსახორციელებლად, რაც გამორიცხავს უფლებამოსილებათა გაორებას და შეუზღუდავი ძალაუფლების რომელიმე ერთი შტოს ხელში თავმოყრას. ნებისმიერი სახელმწიფო მმართველობა იქნება წარმატებული, თუკი ძალაუფლების გამიჯვნასთან ერთად უზრუნველყოფილი იქნება მისი შეკავება–გაწონასწორების მექანიზმის გამართულად ფუნქციონირება. მედისონი ფიქრობდა, რომ ხელისუფლების შტოები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ერთმანეთის გაძლიერების პარალელურად, ერთმანეთის გაკონტროლებასაც უნდა ახერხებდნენ. იმისათვის, რომ ხელისუფლების დანაწილება, სახელმწიფო ფუნქციების რაციონალური განაწილების გზით, ძირითადი უფლებების დაცვის მიზანს ემსახურებოდეს, აუცილებელია სხვადასხვა ორგანოებმა, რომელთა საქმიანობა განსხვავებულ ასპექტებსა და ინტერესებს მოიცავს, ერთმანეთის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მომზადებაში მიიღონ მონაწილეობა (თანამოქმედება), მათ შორის ასეთ გადაწყვეტილებათა შემდგომი გადამოწმების მექანიზმებით. ამ თვალსაზრისით ხელისუფლების რომელიმე შტოსათვის კომპეტენციების მინიჭება გულისხმობს მისთვის ერთგვარი გაფრთხილების მიცემას, რომ მის მოქმედებებს შესაძლოა ხელისუფლების სხვა შტოსგან წინააღმდეგობა შეხვდეს. ხოლო ძალაუფლების კონცენტრაციის შემაკავებელი მთავარი ბერკეტი სწორედ მაშინ არის უზრუნველყოფილი, როცა „ძალაუფლების მსურველი და ამ სურვილის მისაღწევი მექანიზმების მფლობელი ერთი და იგივე პირი არაა“.ka
dc.language.isokaen
dc.publisherIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.publisherივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.subjectსაკონსტიტუციო სასამართლოka
dc.subjectსაკონსტიტუციო კონტროლიka
dc.subjectნორმის განმარტებაka
dc.titleსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი კანონშემოქმედებით საქმიანობაშიka
dc.typemaster thesisen
dc.typeსამაგისტრო ნაშრომიka
thesis.degree.nameMaster of Lawen
thesis.degree.nameსამართლის მაგისტრიka
thesis.degree.level1-
thesis.degree.disciplineსამართალი/LAWka
dc.contributor.institutionIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.contributor.institutionივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.contributor.facultyFaculty of Lawen
dc.contributor.facultyიურიდიული ფაკულტეტიka
item.languageiso639-1ka-
item.cerifentitytypePublications-
item.cerifentitytypePublications-
item.openairetypemaster thesis-
item.openairetypeსამაგისტრო ნაშრომი-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_bdcc-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_18cf-
item.fulltextWith Fulltext-
item.grantfulltextopen-
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro buadze.pdfსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი კანონშემოქმედებით საქმიანობაში1.03 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
მარტივი ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

261
checked on May 18, 2024

გადმოწერა

2,585
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.