Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1081
Title: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი კანონშემოქმედებით საქმიანობაში
Authors: ბუაძე, გიორგი 
Advisor: ჭიღლაძე, ნანა 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო კონტროლი
ნორმის განმარტება
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
თანამედროვე სამართლებრივი სახელმწიფოს კონცეფცია დამყარებულია ადამიანის თავისუფლების უზრუნველყოფის იმგვარ პრინციპზე, რომელიც გულისხმობს ამ უფლებების არამხოლოდ დაცვას სახელმწიფოსაგან, არამედ ასევე სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას ამ უფლებების დაცვის მიმართულებით. აღნიშნულ მიზანს ემსახურება ხელისუფლების დანაწილების დოქტრინა, რომელიც შექმნილია ხელისუფლების შტოების თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დასაცავად და ეფექტიანი მმართველობის განსახორციელებლად, რაც გამორიცხავს უფლებამოსილებათა გაორებას და შეუზღუდავი ძალაუფლების რომელიმე ერთი შტოს ხელში თავმოყრას. ნებისმიერი სახელმწიფო მმართველობა იქნება წარმატებული, თუკი ძალაუფლების გამიჯვნასთან ერთად უზრუნველყოფილი იქნება მისი შეკავება–გაწონასწორების მექანიზმის გამართულად ფუნქციონირება. მედისონი ფიქრობდა, რომ ხელისუფლების შტოები თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას ერთმანეთის გაძლიერების პარალელურად, ერთმანეთის გაკონტროლებასაც უნდა ახერხებდნენ.

იმისათვის, რომ ხელისუფლების დანაწილება, სახელმწიფო ფუნქციების რაციონალური განაწილების გზით, ძირითადი უფლებების დაცვის მიზანს ემსახურებოდეს, აუცილებელია სხვადასხვა ორგანოებმა, რომელთა საქმიანობა განსხვავებულ ასპექტებსა და ინტერესებს მოიცავს, ერთმანეთის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მომზადებაში მიიღონ მონაწილეობა (თანამოქმედება), მათ შორის ასეთ გადაწყვეტილებათა შემდგომი გადამოწმების მექანიზმებით. ამ თვალსაზრისით ხელისუფლების რომელიმე შტოსათვის კომპეტენციების მინიჭება გულისხმობს მისთვის ერთგვარი გაფრთხილების მიცემას, რომ მის მოქმედებებს შესაძლოა ხელისუფლების სხვა შტოსგან წინააღმდეგობა შეხვდეს. ხოლო ძალაუფლების კონცენტრაციის შემაკავებელი მთავარი ბერკეტი სწორედ მაშინ არის უზრუნველყოფილი, როცა „ძალაუფლების მსურველი და ამ სურვილის მისაღწევი მექანიზმების მფლობელი ერთი და იგივე პირი არაა“.
URI: https://openscience.ge/handle/1/1081
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro buadze.pdfსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლი კანონშემოქმედებით საქმიანობაში1.03 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

260
checked on May 2, 2024

Download(s)

2,576
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.