გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1024
სათაური: საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და სახელშეკრულებო ფარგლები
ავტორები: ყიფიანი, ნინო 
ხელმძღვანელი: ხუბაშვილი, თამარ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საკუთრების უფლების ცნება და შინაარსი
საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები
სახელშეკრულებო ფარგლები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
საკუთრების უფლება ისეთი ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია
დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა
მხოლოდ არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის
თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას,
ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას.
„ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, განსაკუთრებით კი
საკუთრების უფლების იგნორირება, გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის
განვითარებას, მთლიანად საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული
ცხოვრების უზრუნველყოფას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ
სტაბილურობას. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს
ეკონომიკური სიძლიერე სწორედ საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას
ეყრდნობა“.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის,
მისი ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო,
არის და იქნება მომავალშიც, რის გამოც, გადავწყვიტე ჩემს სამაგისტრო ნაშრომში
განმეხილა სწორედ საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და
სახელშეკრულებო ფარგლები, შეზღუდვის სახეები, პრაქტიკაში არსებული
პრობლემური საკითხები და დამესახა მათი გადაჭრის შესაძლო გეგმები.
ნაშრომი შესრულებულია კვლევის შედარებითი და ანალიტიკური მეთოდის
გამოყენებით და შედგება 6 ძირითადი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოკლედ არის
მიმოხილული საკუთრების ულების ცნება და შინაარსი, საკუთრების უფლების
აბსოლუტური ბუნება. მეორე ნაწილში განხილულია საკუთრების უფლების
შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, საკუთრების
შეზღუდვისა და ჩამორთმევის საფუძვლები და ფარგლები ქართული და ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, ასევე, სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეზღუდვას.
ნაშრომის მესამე ნაწილი ეთმობა საკუთრების უფლების შეზღუდვის
სამოქალაქოსამართლებრივ საფუძვლებს, განხილულია საკუთრების უფლების
შეზღუდვის ფარგლები სამეზობლო სამართლის კუთხით, განხილულია უფლების
ბოროტად გამოყენების თაობაზე საფრანგეთის სასამართლოს პრაქტიკა და
აუცილებელი გზის სამართლებრივი ბუნება ქართული და გერმანული
კანონმდებლობის მიხედვით, ასევე, პრაქტიკაში არსებული პრობლემები და
შემოთავაზებულია მათი გადაჭრის ჩემეული ხედვა.
URI: https://openscience.ge/handle/1/1024
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro kifiani.pdfსაკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და სახელშეკრულებო ფარგლები673.74 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

224
checked on May 17, 2024

გადმოწერა

3,056
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.