Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1024
DC FieldValueLanguage
dc.contributor.advisorხუბაშვილი, თამარka
dc.contributor.authorყიფიანი, ნინოka
dc.date.accessioned2019-12-12T07:38:02Z-
dc.date.available2019-12-12T07:38:02Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttps://openscience.ge/handle/1/1024-
dc.description.abstractსაკუთრების უფლება ისეთი ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მხოლოდ არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. „ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, განსაკუთრებით კი საკუთრების უფლების იგნორირება, გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, მთლიანად საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სტაბილურობას. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს ეკონომიკური სიძლიერე სწორედ საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას ეყრდნობა“. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის, მისი ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო, არის და იქნება მომავალშიც, რის გამოც, გადავწყვიტე ჩემს სამაგისტრო ნაშრომში განმეხილა სწორედ საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და სახელშეკრულებო ფარგლები, შეზღუდვის სახეები, პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხები და დამესახა მათი გადაჭრის შესაძლო გეგმები. ნაშრომი შესრულებულია კვლევის შედარებითი და ანალიტიკური მეთოდის გამოყენებით და შედგება 6 ძირითადი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოკლედ არის მიმოხილული საკუთრების ულების ცნება და შინაარსი, საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნება. მეორე ნაწილში განხილულია საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, საკუთრების შეზღუდვისა და ჩამორთმევის საფუძვლები და ფარგლები ქართული და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, ასევე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეზღუდვას. ნაშრომის მესამე ნაწილი ეთმობა საკუთრების უფლების შეზღუდვის სამოქალაქოსამართლებრივ საფუძვლებს, განხილულია საკუთრების უფლების შეზღუდვის ფარგლები სამეზობლო სამართლის კუთხით, განხილულია უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე საფრანგეთის სასამართლოს პრაქტიკა და აუცილებელი გზის სამართლებრივი ბუნება ქართული და გერმანული კანონმდებლობის მიხედვით, ასევე, პრაქტიკაში არსებული პრობლემები და შემოთავაზებულია მათი გადაჭრის ჩემეული ხედვა.ka
dc.language.isokaen
dc.publisherIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.publisherივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.subjectსაკუთრების უფლების ცნება და შინაარსიka
dc.subjectსაკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლებიka
dc.subjectსახელშეკრულებო ფარგლებიka
dc.titleსაკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და სახელშეკრულებო ფარგლებიka
dc.typemaster thesisen
dc.typeსამაგისტრო ნაშრომიka
thesis.degree.nameMaster of Lawen
thesis.degree.nameსამართლის მაგისტრიka
thesis.degree.level1-
thesis.degree.disciplineსამართალი/LAWka
dc.contributor.institutionIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.contributor.institutionივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.contributor.facultyFaculty of Lawen
dc.contributor.facultyიურიდიული ფაკულტეტიka
item.languageiso639-1ka-
item.cerifentitytypePublications-
item.cerifentitytypePublications-
item.openairetypemaster thesis-
item.openairetypeსამაგისტრო ნაშრომი-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_bdcc-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_18cf-
item.fulltextWith Fulltext-
item.grantfulltextopen-
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro kifiani.pdfსაკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და სახელშეკრულებო ფარგლები673.74 kBAdobe PDFView/Open
Show simple item record

CORE Recommender

Page view(s)

224
checked on May 17, 2024

Download(s)

3,056
checked on May 17, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.