Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1024
Title: საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და სახელშეკრულებო ფარგლები
Authors: ყიფიანი, ნინო 
Advisor: ხუბაშვილი, თამარ 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: საკუთრების უფლების ცნება და შინაარსი
საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლები
სახელშეკრულებო ფარგლები
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
საკუთრების უფლება ისეთი ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია
დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა
მხოლოდ არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის
თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას,
ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას.
„ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, განსაკუთრებით კი
საკუთრების უფლების იგნორირება, გამორიცხავს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის
განვითარებას, მთლიანად საზოგადოებისა და მის ცალკეულ წევრთა ღირსეული
ცხოვრების უზრუნველყოფას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ
სტაბილურობას. დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს
ეკონომიკური სიძლიერე სწორედ საკუთრების უფლების პატივისცემასა და დაცვას
ეყრდნობა“.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის,
მისი ლეგიტიმურობისა და პროპორციულობის საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო,
არის და იქნება მომავალშიც, რის გამოც, გადავწყვიტე ჩემს სამაგისტრო ნაშრომში
განმეხილა სწორედ საკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და
სახელშეკრულებო ფარგლები, შეზღუდვის სახეები, პრაქტიკაში არსებული
პრობლემური საკითხები და დამესახა მათი გადაჭრის შესაძლო გეგმები.
ნაშრომი შესრულებულია კვლევის შედარებითი და ანალიტიკური მეთოდის
გამოყენებით და შედგება 6 ძირითადი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოკლედ არის
მიმოხილული საკუთრების ულების ცნება და შინაარსი, საკუთრების უფლების
აბსოლუტური ბუნება. მეორე ნაწილში განხილულია საკუთრების უფლების
შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ, საკუთრების
შეზღუდვისა და ჩამორთმევის საფუძვლები და ფარგლები ქართული და ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, ასევე, სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეზღუდვას.
ნაშრომის მესამე ნაწილი ეთმობა საკუთრების უფლების შეზღუდვის
სამოქალაქოსამართლებრივ საფუძვლებს, განხილულია საკუთრების უფლების
შეზღუდვის ფარგლები სამეზობლო სამართლის კუთხით, განხილულია უფლების
ბოროტად გამოყენების თაობაზე საფრანგეთის სასამართლოს პრაქტიკა და
აუცილებელი გზის სამართლებრივი ბუნება ქართული და გერმანული
კანონმდებლობის მიხედვით, ასევე, პრაქტიკაში არსებული პრობლემები და
შემოთავაზებულია მათი გადაჭრის ჩემეული ხედვა.
URI: https://openscience.ge/handle/1/1024
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro kifiani.pdfსაკუთრების უფლების შეზღუდვის კანონისმიერი და სახელშეკრულებო ფარგლები673.74 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

221
checked on May 2, 2024

Download(s)

3,045
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.