გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/997
სათაური: ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება
სხვა სათაურები: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები
ავტორები: ამოევი, ედუარდ 
ხელმძღვანელი: ჩიტაშვილი, ნათია 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ჯანმრთელობის ხელყოფის ცნება
მორალური ზიანი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგად არაქონებრივი, იგივე მორალური
ზიანის ანაზღაურების საკითხი სამართლებრივ ლიტერატურაში საკმაოდ
დიდი ხანია, რაც აქტიური განხილვის საგანს წარმოადგენს. აღნიშნული
განპირობებულია მასთან დაკავშირებული იურიდიული მიდგომების
მიმართ ხშირი კრიტიკისა და ურთიერთდაპირისპირებული მოსაზრებების
არსებობის გამო.
მორალური ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია
სხვადასხვა უფლების დარღვევით იყოს გამოწვეული, რომელთაგან
საქართველოში არსებული სამართლებრივი ლიტერატურა იცნობს შემდეგ
დარღვევებს: სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევა, პატივის,
ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის უფლების დარღვევა, თავისუფლებისა
და პირადი ხელშეუხებლობის უფლებათა დარღვევა, პირადი
საიდუმლოების უფლებათა დარღვევა.
1
საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა კონსტიტუციით გარანტირებული
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
მისი სამოქალაქო დაცვის გზები კი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით არის განსაზღვრული.
2
სამაგისტრო ნაშრომში წარმოდგენილია არამატერიალური ზიანის
ანაზღაურებასთან დაკავშირებით სამართლებრივ ლიტერატურაში წარმოდგენილი
მოსაზრებები და განხილულია ის დამოკიდებულება, რომელიც მის მიმართ
არსებობს. მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხის განსაზღვრისთვის და
დეტალური შეფასებისთვის გონივრულია განხილული იყოს ფორმულირებები,
რომლებიც რამდენიმე ასწლეული მანძილზე ყალიბდებოდა სხვადასხვა
სამართლებრივი სისტემების დოქტრინაში. საყურადღებოა ის მიდგომები,
რომლებიც მართალია საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული,
თუმცა ემსახურება საერთო მიზანს - დაცული იქნას ჯანმრთელობის ხელყოფის
შესაბამისად მოქალაქის არაქონებრივი უფლებები, რომლებიც შესაძლებელია
გამოხატული იქნას ფინანასური ანაზღაურების სახით.
URI: https://openscience.ge/handle/1/997
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro amoevi.pdfჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები)728.96 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

294
checked on May 4, 2024

გადმოწერა

1,066
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.