გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/990
სათაური: პრივილეგირებული აქციიდან გამომდინარე აქციონერის კორპორაციულსამართლებრივი უფლებები
ავტორები: კვინიკაძე, ნანა 
ხელმძღვანელი: ბურდული, ირაკლი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: აქციის ცნება
აქციათა კლასები
დივიდენდი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
აშშ-ში პირველად პრივილეგირებული აქცია გამოუშვეს მერილენდის კომპანიების
ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,
რის შემდეგაც დროთა
განმავლობაში აქციის ამ კლასის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო გაიზარდა.
დღესდღეობით პრივილეგირებული აქციის კლასი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე
მიმზიდველ ინვესტიციას არამარტო უცხოელი თუ ადგილობრივი
ბიზნესმენებისათვის, არამედ ფიზიკური პირებისთვისაც, რომლებსაც სურთ
დააბანდონ საკუთარი კაპიტალი ამა თუ იმ ქვეყანასა თუ კომპანიაში.
1
ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენს დაადგინოს თუ რა ადგილი უჭირავს
პრივილეგირებული კლასის აქციას საკორპორაციო სამართლის სივრცეში, რა
კორპორაციულსამართლებრივი უფლების მატარებელია იგი აქციონერისთვის,
გამოკვეთოს ის პრობლემები და რისკები, რაც უკავშირდება ამ აქციის ფლობას და
იპოვოს მათი გადაჭრის გზები საკანონმდებლო რეგულირების შემოღებით. კერძოდ,
რა უფლების დათმობით იღებს აქციონერი საზოგადოებაში „პრივილეგიას“ და ღირს
თუ არა ეს მიღებული უფლება ამად.
აღნიშნულ ნაშრომში განხულული იქნება პრივილეგირებული აქციიდან
გამომდინარე კორპორაციულსამართლებრივი უფლებანი, კერძოდ, დივიდენდის
მიღების უფლება და მმართველობითი უფლებების ის მცირე ნაწილი, რომელიც ამ
კლასის აქციას გააჩნია. საკითხის სიღრმისეული ანალიზისთვისა და
პრივილეგირებული აქციის სპეციფიკის დასანახად ნაშრომი შეეხება აქციის ცნებას,
„მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებული აქციათა კლასებს, მათი
ურთიერთმიმართებასა და ეკონომიკურ-სამართლებრივი ასპექტებს.
პრივილეგირებული აქციის ფლობასთან დაკავშირებული პრობლემატიკა
აქტუალურია, ვინაიდან მას გააჩნია არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ
უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობაც. საქართველოსთვის ერთ-ერთ
მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს სწრაფი ეკონომიკური განვითარება და
ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, პრივილეგირებული აქციის შეძენა კი
მსოფლიოში ინვესტირების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას
წარმოადგენს. განსხვავებით ბიზნესმენებისგან, რომელთა მთავარი მიზანი ბიზნესის
წამოწყება და მისი განვითარების მიზნით მართვაა, პრივილეგირებული აქციის
კლასით დაინტერესებული პირებისთვის აღნიშნული არ წარმოადგენს თვითმიზანს.
მათთვის მთავარია კორპორაციის მმართველობაში მინიმალური ჩარევით მიიღონ
მაქსიმალური მოგება, ანუ დივიდენდი სამეურნეო წლის ბოლოს. აქედან
გამომდინარე, ამ აქციის კლასით ხდება არა მარტო მსხვილი ბიზნესმენების
მოზიდვა, არამედ ჩვეულებრივი საშუალო კლასის პირებიც ახდენენ ამ გზით
ინვესტირებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/990
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro kvinikadze.pdfპრივილეგირებული აქციიდან გამომდინარე აქციონერის კორპორაციულსამართლებრივი უფლებები801.74 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

271
checked on May 3, 2024

გადმოწერა

1,573
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.