Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/990
DC FieldValueLanguage
dc.contributor.advisorბურდული, ირაკლიka
dc.contributor.authorკვინიკაძე, ნანაka
dc.date.accessioned2019-12-10T08:29:34Z-
dc.date.available2019-12-10T08:29:34Z-
dc.date.issued2019-
dc.identifier.urihttps://openscience.ge/handle/1/990-
dc.description.abstractაშშ-ში პირველად პრივილეგირებული აქცია გამოუშვეს მერილენდის კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, რის შემდეგაც დროთა განმავლობაში აქციის ამ კლასის მიმართ ინტერესი უფრო და უფრო გაიზარდა. დღესდღეობით პრივილეგირებული აქციის კლასი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ინვესტიციას არამარტო უცხოელი თუ ადგილობრივი ბიზნესმენებისათვის, არამედ ფიზიკური პირებისთვისაც, რომლებსაც სურთ დააბანდონ საკუთარი კაპიტალი ამა თუ იმ ქვეყანასა თუ კომპანიაში. 1 ნაშრომის მთავარ მიზანს წარმოადგენს დაადგინოს თუ რა ადგილი უჭირავს პრივილეგირებული კლასის აქციას საკორპორაციო სამართლის სივრცეში, რა კორპორაციულსამართლებრივი უფლების მატარებელია იგი აქციონერისთვის, გამოკვეთოს ის პრობლემები და რისკები, რაც უკავშირდება ამ აქციის ფლობას და იპოვოს მათი გადაჭრის გზები საკანონმდებლო რეგულირების შემოღებით. კერძოდ, რა უფლების დათმობით იღებს აქციონერი საზოგადოებაში „პრივილეგიას“ და ღირს თუ არა ეს მიღებული უფლება ამად. აღნიშნულ ნაშრომში განხულული იქნება პრივილეგირებული აქციიდან გამომდინარე კორპორაციულსამართლებრივი უფლებანი, კერძოდ, დივიდენდის მიღების უფლება და მმართველობითი უფლებების ის მცირე ნაწილი, რომელიც ამ კლასის აქციას გააჩნია. საკითხის სიღრმისეული ანალიზისთვისა და პრივილეგირებული აქციის სპეციფიკის დასანახად ნაშრომი შეეხება აქციის ცნებას, „მეწარმეთა შესახებ” კანონით გათვალისწინებული აქციათა კლასებს, მათი ურთიერთმიმართებასა და ეკონომიკურ-სამართლებრივი ასპექტებს. პრივილეგირებული აქციის ფლობასთან დაკავშირებული პრობლემატიკა აქტუალურია, ვინაიდან მას გააჩნია არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობაც. საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს სწრაფი ეკონომიკური განვითარება და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, პრივილეგირებული აქციის შეძენა კი მსოფლიოში ინვესტირების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ საშუალებას წარმოადგენს. განსხვავებით ბიზნესმენებისგან, რომელთა მთავარი მიზანი ბიზნესის წამოწყება და მისი განვითარების მიზნით მართვაა, პრივილეგირებული აქციის კლასით დაინტერესებული პირებისთვის აღნიშნული არ წარმოადგენს თვითმიზანს. მათთვის მთავარია კორპორაციის მმართველობაში მინიმალური ჩარევით მიიღონ მაქსიმალური მოგება, ანუ დივიდენდი სამეურნეო წლის ბოლოს. აქედან გამომდინარე, ამ აქციის კლასით ხდება არა მარტო მსხვილი ბიზნესმენების მოზიდვა, არამედ ჩვეულებრივი საშუალო კლასის პირებიც ახდენენ ამ გზით ინვესტირებას.ka
dc.language.isokaen
dc.publisherIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.publisherივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.subjectაქციის ცნებაka
dc.subjectაქციათა კლასებიka
dc.subjectდივიდენდიka
dc.titleპრივილეგირებული აქციიდან გამომდინარე აქციონერის კორპორაციულსამართლებრივი უფლებებიka
dc.typemaster thesisen
dc.typeსამაგისტრო ნაშრომიka
thesis.degree.nameMaster of Lawen
thesis.degree.nameსამართლის მაგისტრიka
thesis.degree.level1-
thesis.degree.disciplineსამართალი/LAWka
dc.contributor.institutionIvane Javakhishvili Tbilisi State Universityen
dc.contributor.institutionივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიka
dc.contributor.facultyFaculty of Lawen
dc.contributor.facultyიურიდიული ფაკულტეტიka
item.languageiso639-1ka-
item.cerifentitytypePublications-
item.cerifentitytypePublications-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_bdcc-
item.openairecristypehttp://purl.org/coar/resource_type/c_18cf-
item.openairetypemaster thesis-
item.openairetypeსამაგისტრო ნაშრომი-
item.grantfulltextopen-
item.fulltextWith Fulltext-
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)
Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro kvinikadze.pdfპრივილეგირებული აქციიდან გამომდინარე აქციონერის კორპორაციულსამართლებრივი უფლებები801.74 kBAdobe PDFView/Open
Show simple item record

CORE Recommender

Page view(s)

271
checked on May 3, 2024

Download(s)

1,573
checked on May 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.