გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/985
სათაური: ინდივიდუალური მოპყრობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისადმი
ავტორები: კაკაბაძე, გვანცა 
ხელმძღვანელი: შალიკაშვილი, მორის 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: არასრულწლოვანთა დანაშაული
არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომა
ქართული მართლმსაჯულების პრაქტიკა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
დაბადებიდან, თითოეული ჩვილი ხდება იმ საზოგადოების განუყოფელი
ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მის სწორ აღზრდასა და განვითარებაზე.
ბავშვი, საკუთარი „მე“-ს განვითარებას, გარშემო მყოფ ადამიანებზე დაკვირვებითა
და მათი საქციელის მიბაძვით იწყებს, რის შედეგადაც უყალიბდება ის პრინციპები
და ფასეულობები, რომელთა დაცვითაც სურს წარმართოს თავისი მომავალი.
არასრულწლოვნობის პერიოდი არის ადამიანის ცხოვრების ყველაზე
მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაწილი.
არასრულწლოვნის ან მოზარდის ზოგადი ცნება არ არსებობს. ეს არის ბავშვობასა
და ზრდასრულობას შორის პერიოდი. საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსი ცდილობს განმარტოს არასრულწლოვნის დეფინიცია და
მიუთითებს, რომ ეს არის პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.
არასრულწლოვნებისა და მოზრდილობის პერიოდი, არის პიროვნების
ჩამოყალიბების ასაკი, რომელიც დინამიკურობით, ცვალებადობით გამოირჩევა.
სწორედ ამ დროს, არასრულწლოვანი აღწევს გარდატეხის ასაკს, რომელსაც,
ფსიქოლოგები ახასიათებენ, როგორც პიროვნების განვითარების კრიზისულ
პერიოდს, რადგან თვისებრივად იცვლება ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა, მისი
სხეული, ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარება; ეს პერიოდი გარდატეხაა
ბავშვობიდან მოზრდილობაში და კრიზისულია სწორედ იმიტომ, რომ პირი უკვე
აღარაა ბავშვი, მაგრამ არც - მოზრდილი.
სწორედ ამ დროს, პიროვნებაში ხდება
ღირებულებების გადაფასება, საკუთარი ცხოვრებისეული პოზიციის ჩამოყალიბება
და სამომავლო გეგმების განსაზღვრა. თუმცა, ამ ასაკთან დაკავშირებით უნდა
აღინიშნოს, რომ ბევრი მოზარდი თავისი მომავლის განჭვრეტისას, მხოლოდ
სასურველ შედეგზეა ორიენტირებული და არა იმ გზებსა თუ საშუალებებზე,
რომლებიც აუცილებელია საბოლოო მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე,
ხდება იმ მატერიალური ნორმებიდან გადახრა, რომლებიც დადგენილი და
გაბატონებულია ამა თუ იმ საზოგადოებაში, რაც ჩვენს რეალობაში, თანდათან უფრო
პრობლემური და აქტუალური ხდება.
URI: https://openscience.ge/handle/1/985
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro kakabadze.pdfინდივიდუალური მოპყრობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისადმი508.72 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

116
checked on May 17, 2024

გადმოწერა

1,664
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.