Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/985
Title: ინდივიდუალური მოპყრობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისადმი
Authors: კაკაბაძე, გვანცა 
Advisor: შალიკაშვილი, მორის 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: არასრულწლოვანთა დანაშაული
არასრულწლოვნისადმი ინდივიდუალური მიდგომა
ქართული მართლმსაჯულების პრაქტიკა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
დაბადებიდან, თითოეული ჩვილი ხდება იმ საზოგადოების განუყოფელი
ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია მის სწორ აღზრდასა და განვითარებაზე.
ბავშვი, საკუთარი „მე“-ს განვითარებას, გარშემო მყოფ ადამიანებზე დაკვირვებითა
და მათი საქციელის მიბაძვით იწყებს, რის შედეგადაც უყალიბდება ის პრინციპები
და ფასეულობები, რომელთა დაცვითაც სურს წარმართოს თავისი მომავალი.
არასრულწლოვნობის პერიოდი არის ადამიანის ცხოვრების ყველაზე
მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაწილი.
არასრულწლოვნის ან მოზარდის ზოგადი ცნება არ არსებობს. ეს არის ბავშვობასა
და ზრდასრულობას შორის პერიოდი. საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსი ცდილობს განმარტოს არასრულწლოვნის დეფინიცია და
მიუთითებს, რომ ეს არის პირი, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი.
არასრულწლოვნებისა და მოზრდილობის პერიოდი, არის პიროვნების
ჩამოყალიბების ასაკი, რომელიც დინამიკურობით, ცვალებადობით გამოირჩევა.
სწორედ ამ დროს, არასრულწლოვანი აღწევს გარდატეხის ასაკს, რომელსაც,
ფსიქოლოგები ახასიათებენ, როგორც პიროვნების განვითარების კრიზისულ
პერიოდს, რადგან თვისებრივად იცვლება ბავშვის ფიზიკური მდგომარეობა, მისი
სხეული, ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარება; ეს პერიოდი გარდატეხაა
ბავშვობიდან მოზრდილობაში და კრიზისულია სწორედ იმიტომ, რომ პირი უკვე
აღარაა ბავშვი, მაგრამ არც - მოზრდილი.
სწორედ ამ დროს, პიროვნებაში ხდება
ღირებულებების გადაფასება, საკუთარი ცხოვრებისეული პოზიციის ჩამოყალიბება
და სამომავლო გეგმების განსაზღვრა. თუმცა, ამ ასაკთან დაკავშირებით უნდა
აღინიშნოს, რომ ბევრი მოზარდი თავისი მომავლის განჭვრეტისას, მხოლოდ
სასურველ შედეგზეა ორიენტირებული და არა იმ გზებსა თუ საშუალებებზე,
რომლებიც აუცილებელია საბოლოო მიზნის მისაღწევად. აქედან გამომდინარე,
ხდება იმ მატერიალური ნორმებიდან გადახრა, რომლებიც დადგენილი და
გაბატონებულია ამა თუ იმ საზოგადოებაში, რაც ჩვენს რეალობაში, თანდათან უფრო
პრობლემური და აქტუალური ხდება.
URI: https://openscience.ge/handle/1/985
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro kakabadze.pdfინდივიდუალური მოპყრობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნისადმი508.72 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

116
checked on May 2, 2024

Download(s)

1,656
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.