გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/978
სათაური: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები
ავტორები: გარდავა, ელენე 
ხელმძღვანელი: ხერხეულიძე, ირინე 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ცნება
მონობა
ადამიანთა კონტრაბანდული გადაყვანა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მისი მასშტაბურობისა და სიმძიმის
გათვალისწინიებით ყველა სახელმწიფოსთვის რთულად დასამარცხებელი
დანაშაულია. დღესდღეობით მან მსოფლიო მოცულობით არალეგალურ
ბიზნესის სახე მიიღო; ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოყენებით ადამიანით
მოვაჭრეები საკმაოდ დიდ ფინანსურ მოგებას იღებენ, რის გამოც ეს დანაშაული
არ კარგავს აქტუალურობას და „მოთხოვნა-მიწოდების ბაზარი“ მის
მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. იგი ორგანიზებულ დანაშაულთა კატეგორიას
წარმოადგენს, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა კი განსაკუთრებული და
კომპლექსური მეთოდების შემუშავებას საჭიროებს. აუცილებელია, რომ
სახელმწიფოებმა მოახდინონ მყისიერი და სათანადო რეაგირება, განსაზღვრონ
ამ დანაშაულთან საბრძოლველად სწორი და ეფექტური პოლიტიკა, შეიმუშავონ
მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო
ღონისძიებები და გაატარონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან ადამიანები,
პოტენციური მსხვერპლები ამ მძიმე დანაშაულისგან. მნიშვნელოვანია
აღინიშნოს ასევე ის წამახალისებელი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს
ტრეფიკინგის მასშტაბურობას, ესენია მძიმე სოციალური და ეკონომიკური
ფონი, უმუშევრობა, საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად წასვლა,
შეიარაღებული კონფლიქტის ზონა, არასათანადო შრომითი რეგულირება,
არასაკმარისი სამართლებრივი მექანიზმები ამ დანაშაულთან ბრძოლის,
აღკვეთისა და პრევენციისთვის. რადგანაც ადამიანით ვაჭრობის გამომწვევი
მიზეზი ან წამახალისებელი ფაქტორი არაერთია, არამედ მრავალფეროვანი,
აუცილებელია მის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს კომპლექსური და არ
შემოიფარგლებოდეს ერთი კონკრეტული მიმართულებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/978
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro gardava.pdfადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები599.56 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

479
checked on Apr 26, 2024

გადმოწერა

1,622
checked on Apr 26, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.