Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/978
Title: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები
Authors: გარდავა, ელენე 
Advisor: ხერხეულიძე, ირინე 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ცნება
მონობა
ადამიანთა კონტრაბანდული გადაყვანა
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) მისი მასშტაბურობისა და სიმძიმის
გათვალისწინიებით ყველა სახელმწიფოსთვის რთულად დასამარცხებელი
დანაშაულია. დღესდღეობით მან მსოფლიო მოცულობით არალეგალურ
ბიზნესის სახე მიიღო; ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოყენებით ადამიანით
მოვაჭრეები საკმაოდ დიდ ფინანსურ მოგებას იღებენ, რის გამოც ეს დანაშაული
არ კარგავს აქტუალურობას და „მოთხოვნა-მიწოდების ბაზარი“ მის
მნიშვნელოვან წყაროდ რჩება. იგი ორგანიზებულ დანაშაულთა კატეგორიას
წარმოადგენს, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა კი განსაკუთრებული და
კომპლექსური მეთოდების შემუშავებას საჭიროებს. აუცილებელია, რომ
სახელმწიფოებმა მოახდინონ მყისიერი და სათანადო რეაგირება, განსაზღვრონ
ამ დანაშაულთან საბრძოლველად სწორი და ეფექტური პოლიტიკა, შეიმუშავონ
მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვისა და რეაბილიტაციისთვის საჭირო
ღონისძიებები და გაატარონ ყველა საჭირო ზომა, რათა დაიცვან ადამიანები,
პოტენციური მსხვერპლები ამ მძიმე დანაშაულისგან. მნიშვნელოვანია
აღინიშნოს ასევე ის წამახალისებელი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს
ტრეფიკინგის მასშტაბურობას, ესენია მძიმე სოციალური და ეკონომიკური
ფონი, უმუშევრობა, საზღვარგარეთ სამუშაოს საძიებლად წასვლა,
შეიარაღებული კონფლიქტის ზონა, არასათანადო შრომითი რეგულირება,
არასაკმარისი სამართლებრივი მექანიზმები ამ დანაშაულთან ბრძოლის,
აღკვეთისა და პრევენციისთვის. რადგანაც ადამიანით ვაჭრობის გამომწვევი
მიზეზი ან წამახალისებელი ფაქტორი არაერთია, არამედ მრავალფეროვანი,
აუცილებელია მის წინააღმდეგ ბრძოლა იყოს კომპლექსური და არ
შემოიფარგლებოდეს ერთი კონკრეტული მიმართულებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/978
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro gardava.pdfადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი ასპექტები599.56 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

468
checked on Apr 25, 2024

Download(s)

1,618
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.