გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/973
სათაური: რესოციალიზაცია, როგორც სასჯელის უმთავრესი მიზანი
ავტორები: ხომასურიძე, ხათუნა 
ხელმძღვანელი: შალიკაშვილი, მორის 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სასჯელის ზოგადი დახასიათება
რესოციალიზაციის არსი
ალტერნატიული სასჯელები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება ისეთ პრობლემას, როგორიცაა რესოციალიზაციის
მნიშვნელობა და მისი პრიორიტეტულობა სასჯელის სხვა მიზნებთან მიმართებით.
სისხლის სამართლის კანონდებლობა სასჯელს ერთ-ერთ მიზნად უსახავს
მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რაც წამოჭრის მიზნებს შორის იერარქიის,
მისი არსის განსაზღვრისა და მიღწევის პრობლემატიკას.
სასჯელის მიზნებზე, განსაკუთრებით კი რესოციალიზაციაზე, მსჯელობა
აქტუალურია სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით.
ქვეყანაში დანაშაულთა სტატისტიკის მაღალი მაჩვენებელი მოითხოვს
მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პრინციპის ქმედით განხორციელებას, რადგან
დანაშაულთა რიცხოვნობის ზრდის ტენდენცია, მნიშვნელოვანი ვალდებულება და
გამოწვევაა სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკისთვის.
კვლევის მიზანია, განსაზღვროს რესოციალიზაციის არსი, მისი მნიშვნელობა
სახელმწიფოებრივსა და საზოგადოებრივ ასპექტში. სასჯელის მეშეეობით
რესოციალიზაციის მიღწევის შესაძლებლობაზე მსჯელობის შედეგად გამოარკვიოს
როგორ არის შესაძლებელი მისი პრაქტიკული განხორციელება და რამდენად
მიიღწევა მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტეგრაცია. კვლევის საგანია
რესოციალიზაციის, როგორც სასჯელის უმთავრესი მიზნის ძირითადი
გამოწვევების შესწავლა და ქმედითობის დადგენა.
ნაშრომის ფარგლებში განიხილება თუ არის სასჯელი, რა მიზნებს ისახავს იგი და
როგორია მიზანთა ურთიერთკავშირი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა
რესოციალიზაციის ცნების ზუსტ გააზრებასა და მის მნიშვნელობას სასჯელის
მიზნების მიღწევისთვის, გაიმიჯნება მასთან ახლოს მდგომი ისეთი ცნებებისგან,
როგორიცაა აღზრდა, გამოსწორება, სოციალიზაცია, ინტეგრაცია, მკურნალობა და
რეაბილიტაცია. განიხილება რესოციალიზაციის საკანონმდებლო რეგულირება,
გამოიკვეთება მისი გამოყენების ლეგიტიმურობა, რომ სახელმწიფოა ვალდებული
და უფლებამოსილი განახორციელოს რესოციალიზაციისკენ მიმართული
ღონისძიებები. წარმოჩნდება ამ პროცესში საზოგადოების, ოჯახის
მნიშვნელობა,მათი გავლენა შედეგზე. ყურადღება გამახვილდება საქართველოს
კანონმდებლობით შემოთავაზებულ ალტერნატიულ ღონისძიებებზე, როგორიცაა:
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა და გამასწორებელი სამუშაო,
რესოციალიზაციასთან კავშირში, კერძოდ, რამდენად უზრუნველყოფს მოქმედი
სისტემა რესოციალიზაციის მიღწევას და სტატისტიკის თანახმად, როგორია მისი
გამოყენების მაჩვენებელი. განიხილება ასევე, სპეციფიური სასჯელის სახე, კერძოდ,
თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის ხანგრძლივობის შედეგზე ორიენტირების
მიმართება, ამიტომ იგი გააზრებული იქნება მოკლევადიანი, გრძელვადიანი და
უვადო თავისუფლების აღკვეთის ასპექტში. ასევე, მიეთითება რა ხელშემწყობი და
ხელისშემშლელი ფაქტორები გამოიყოფა სასჯელის მოხდის პროცესში და მის
შემდეგ.
URI: https://openscience.ge/handle/1/973
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro khomasuridze.pdfრესოციალიზაცია, როგორც სასჯელის უმთავრესი მიზანი677.47 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

157
checked on May 18, 2024

გადმოწერა

1,542
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.