გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/966
სათაური: შეჯიბრებითობის პრინციპის ქართული მოდელის თავისებურებები
ავტორები: ბერიძე, ნიკა 
ხელმძღვანელი: აქუბარდია, ირინა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სისხლის სამართლის პროცესის ისტორიული ფორმები
შეჯიბრებითობის ქართული მოდელი
პრობლემური საკითხები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
სამართლიან სახელმწიფოში პიროვნების მოქლაქის პრიმიტი აღიარებულია და
განმტკიცებულია კონსტიტუციასა და სხვა კანონებში. თუმცა, სამართლებრივი
აქტების ცნობა და იერარქიაში მათთვის პრიორიტეტული მნიშვნელობის მინიჭება
საკმარისი არ არის, საჭიროა მათი რეალიზაცია პრაქტიკულ საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ უკნასკნელ წლებში საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის
მიზნით არაერთი დემოკრატიული რეფორმა განახორციელა, რომელთაგან ახალი
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ქვეყნის
დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი საზომია, საჭიროა იგი ადამიანის
უფლებებზე
იყოს ორიენტირებული.
XX საუკუნის ბოლოს, დამოუკიდებელ საქართველოში დაიწყო სამართლებრივი
რეფორმები, რომლებიც შემდეგში კიდევ უფრო ინტენსიური და შეუქცევადი გახდა.
ახალი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა საჭიროებდა შესაბამისი
საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იყო
ქვეყნისათვის აუცილებელ ევროპულ სტრუქტურებში გასაერთიანებლად. სწორედ
ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნით გახდებოდა შესაძლებელი იმის განსაზღვრა,
განვითარების რომელ კურს ირჩევდა ქვეყანა - რჩებოდა ტოტალიტარული რეჟიმის
მიმდევრად თუ მტკიცედ დაადგა დემოკრატიული აღმშენებლობის გზას. პირველი
სერიოზული ნაბიჯი ამ კუთხით 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული
კონსტიტუციით გადაიდგა, რომელშიც გამოიკვეთა სახელმწიფოს კურსი. მასში
აისახა არაერთი ფუნდამენტური, დემოკრატიული ღირებულების მქონე დებულება,
რომელიც შემდეგ სხვა ნორმატიულ აქტებში იქნა რეგლამენტირებული.
საკანონმდებლო სიახლეები შეეხო სისხლისამართლებრივ სფეროსაც.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კონსტიტუციაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ
სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრეთობის
საფუძველზე. ამ დებულებამ შესაბამისი ასახვა ჰპოვა 1998 წლის 20 თებერვალს
მიღებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. უნდა ითქვას, რომ
გამოჩენილი რუსი მეცნიერის, ი. პეტრუხინის მიერ მომზადებულ კოდექსის
პროექტს პროფესორ გია მეფარიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამთავრობო
კომისიამ სერიოზული გადამუშავების შემდეგ დასრულებული სახე მისცა. სამართლიან სახელმწიფოში პიროვნების მოქლაქის პრიმიტი აღიარებულია და

კომისიამ სერიოზული გადამუშავების შემდეგ დასრულებული სახე მისცა.
URI: https://openscience.ge/handle/1/966
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro beridze.pdfშეჯიბრებითობის პრინციპის ქართული მოდელის თავისებურებები782.49 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

214
checked on May 4, 2024

გადმოწერა

2,898
checked on May 4, 2024

ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.