Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?

  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. შეჯიბრებითობის პრინციპის ქართული მოდელის თავისებურებები
 
  • Details
Options

შეჯიბრებითობის პრინციპის ქართული მოდელის თავისებურებები

Date Issued
2019
Author(s)
ბერიძე, ნიკა  
Advisor(s)
აქუბარდია, ირინა  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/966
Abstract
სამართლიან სახელმწიფოში პიროვნების მოქლაქის პრიმიტი აღიარებულია და
განმტკიცებულია კონსტიტუციასა და სხვა კანონებში. თუმცა, სამართლებრივი
აქტების ცნობა და იერარქიაში მათთვის პრიორიტეტული მნიშვნელობის მინიჭება
საკმარისი არ არის, საჭიროა მათი რეალიზაცია პრაქტიკულ საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ უკნასკნელ წლებში საქართველომ ევროპასთან ინტეგრაციის
მიზნით არაერთი დემოკრატიული რეფორმა განახორციელა, რომელთაგან ახალი
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ქვეყნის
დემოკრატიულობის უმნიშვნელოვანესი საზომია, საჭიროა იგი ადამიანის
უფლებებზე
იყოს ორიენტირებული.
XX საუკუნის ბოლოს, დამოუკიდებელ საქართველოში დაიწყო სამართლებრივი
რეფორმები, რომლებიც შემდეგში კიდევ უფრო ინტენსიური და შეუქცევადი გახდა.
ახალი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა საჭიროებდა შესაბამისი
საკანონმდებლო ბაზის შექმნას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი იყო
ქვეყნისათვის აუცილებელ ევროპულ სტრუქტურებში გასაერთიანებლად. სწორედ
ახალი საკანონმდებლო ბაზის შექმნით გახდებოდა შესაძლებელი იმის განსაზღვრა,
განვითარების რომელ კურს ირჩევდა ქვეყანა - რჩებოდა ტოტალიტარული რეჟიმის
მიმდევრად თუ მტკიცედ დაადგა დემოკრატიული აღმშენებლობის გზას. პირველი
სერიოზული ნაბიჯი ამ კუთხით 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული
კონსტიტუციით გადაიდგა, რომელშიც გამოიკვეთა სახელმწიფოს კურსი. მასში
აისახა არაერთი ფუნდამენტური, დემოკრატიული ღირებულების მქონე დებულება,
რომელიც შემდეგ სხვა ნორმატიულ აქტებში იქნა რეგლამენტირებული.
საკანონმდებლო სიახლეები შეეხო სისხლისამართლებრივ სფეროსაც.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კონსტიტუციაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ
სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრეთობის
საფუძველზე. ამ დებულებამ შესაბამისი ასახვა ჰპოვა 1998 წლის 20 თებერვალს
მიღებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. უნდა ითქვას, რომ
გამოჩენილი რუსი მეცნიერის, ი. პეტრუხინის მიერ მომზადებულ კოდექსის
პროექტს პროფესორ გია მეფარიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილმა სამთავრობო
კომისიამ სერიოზული გადამუშავების შემდეგ დასრულებული სახე მისცა. სამართლიან სახელმწიფოში პიროვნების მოქლაქის პრიმიტი აღიარებულია და

კომისიამ სერიოზული გადამუშავების შემდეგ დასრულებული სახე მისცა.
Subjects

სისხლის სამართლის პრო...

შეჯიბრებითობის ქართულ...

პრობლემური საკითხები ...

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro beridze.pdf

Description
შეჯიბრებითობის პრინციპის ქართული მოდელის თავისებურებები
Size

782.49 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):b9cd01eb200fffd3694c49646536ac25

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact