გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/961
სათაური: აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ფორმალური საფუძვლების დასაბუთება ქართულ სასამართლო პრაქტიკაში
ავტორები: ქემაშვილი, შოთა 
ხელმძღვანელი: აქუბარდია, ირინა 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: პატიმრობა
პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები
აღკვეთის ღონისძიება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები იყო და
დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ
სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად ხდება საზოგადოების განხილვის საგანი.
აღკვეთის ღონისძიებების საჭიროება წარმოშვა უდანაშაულობის პრეზუმფციამ.
როდესაც უდანაშაულობის პრეზუმფციით დადგინდა, რომ არავინ ითვლებოდა
დამნაშავედ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, შესაბამისად
სასამართლოს მიერ საქმის განხილვას სჭირდებოდა დრო, დღის წესრიგში დადგა
საკითხი იმის შესახებ, როგორ ყოფილიყო უზრუნველყოფილი ბრალდებულთა
სათანადო ქცევა. აღკვეთ ღონისძიებათა შორის ყველაზე მკაცრი არის პატიმრობა.
მისი გამოყენების დროს ხდება ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირება და
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა.
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს იმ გარემოებათა დეტალურ შესწავლას,
რომლის არსებობის გამოც ხდება საქართველოს პირველი ინსტანციის
სასამართლოების მიერ პატიმრობის გამოყენების, ძალაში დატოვების ან შეცვლის
თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღება. ნაშრომში წარმოდგენილი იქნება პატიმრობის
გამოყენების, შეცვლის ან ძალაში დატოვების შესახებ საქართველოს სხვადასხვა
რეგიონებში არსებული პირველი ინსტანციის სასამართლოს და თბილისის
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის გადაწყვეტილებები და მოხდება
ამ გადაწყვეტილებათა და გარემოებათა ანალიზი. ზემოთ აღნიშნული გარემოებების
ანალიზისათვის ასევე გამოყენებული იქნება იურიდიული ლიტერატურა და პირადი
გამოცდილებიდან მოყვანილი იქნება მაგალითები. ნაშრომში ასევე წარმოდგენილი
და განხილული იქნება ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც ხდება პატიმრობის
გამოყენება საერთო სამართლის და კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში
და მოხდება მათი შედარება ქართულ სასამართლო პრაქტიკასთან. ნაშრომში არის
წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებები, სადაც ასევე მითითებულია ის გარემოებები, რომელთა
არსებობის გამოც გამართლებულია ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდება.
ნაშრომში გამოყენებული იქნება შედარებით-სამართლებრივი, ლოგიკური და
სისტემური კვლევის მეთოდები, მოძიებული ინფორმაცია კი ანალიტიკური მეთოდის
გამოყენებით დამუშავდება.
URI: https://openscience.ge/handle/1/961
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro qemashvili.pdfაღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ფორმალური საფუძვლების დასაბუთება ქართულ სასამართლო პრაქტიკაში854.78 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

222
checked on Apr 26, 2024

გადმოწერა

1,127
checked on Apr 26, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.