Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/961
Title: აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ფორმალური საფუძვლების დასაბუთება ქართულ სასამართლო პრაქტიკაში
Authors: ქემაშვილი, შოთა 
Advisor: აქუბარდია, ირინა 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: პატიმრობა
პატიმრობის გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები
აღკვეთის ღონისძიება
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები იყო და
დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ
სასამართლოს გადაწყვეტილებები ხშირად ხდება საზოგადოების განხილვის საგანი.
აღკვეთის ღონისძიებების საჭიროება წარმოშვა უდანაშაულობის პრეზუმფციამ.
როდესაც უდანაშაულობის პრეზუმფციით დადგინდა, რომ არავინ ითვლებოდა
დამნაშავედ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, შესაბამისად
სასამართლოს მიერ საქმის განხილვას სჭირდებოდა დრო, დღის წესრიგში დადგა
საკითხი იმის შესახებ, როგორ ყოფილიყო უზრუნველყოფილი ბრალდებულთა
სათანადო ქცევა. აღკვეთ ღონისძიებათა შორის ყველაზე მკაცრი არის პატიმრობა.
მისი გამოყენების დროს ხდება ბრალდებულის საზოგადოებისაგან იზოლირება და
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა.
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს იმ გარემოებათა დეტალურ შესწავლას,
რომლის არსებობის გამოც ხდება საქართველოს პირველი ინსტანციის
სასამართლოების მიერ პატიმრობის გამოყენების, ძალაში დატოვების ან შეცვლის
თაობაზე გადაწყვეტილებათა მიღება. ნაშრომში წარმოდგენილი იქნება პატიმრობის
გამოყენების, შეცვლის ან ძალაში დატოვების შესახებ საქართველოს სხვადასხვა
რეგიონებში არსებული პირველი ინსტანციის სასამართლოს და თბილისის
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის გადაწყვეტილებები და მოხდება
ამ გადაწყვეტილებათა და გარემოებათა ანალიზი. ზემოთ აღნიშნული გარემოებების
ანალიზისათვის ასევე გამოყენებული იქნება იურიდიული ლიტერატურა და პირადი
გამოცდილებიდან მოყვანილი იქნება მაგალითები. ნაშრომში ასევე წარმოდგენილი
და განხილული იქნება ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც ხდება პატიმრობის
გამოყენება საერთო სამართლის და კონტინენტური ევროპის სამართლის ქვეყნებში
და მოხდება მათი შედარება ქართულ სასამართლო პრაქტიკასთან. ნაშრომში არის
წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებები, სადაც ასევე მითითებულია ის გარემოებები, რომელთა
არსებობის გამოც გამართლებულია ბრალდებულისათვის პატიმრობის შეფარდება.
ნაშრომში გამოყენებული იქნება შედარებით-სამართლებრივი, ლოგიკური და
სისტემური კვლევის მეთოდები, მოძიებული ინფორმაცია კი ანალიტიკური მეთოდის
გამოყენებით დამუშავდება.
URI: https://openscience.ge/handle/1/961
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro qemashvili.pdfაღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ფორმალური საფუძვლების დასაბუთება ქართულ სასამართლო პრაქტიკაში854.78 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

222
checked on Apr 24, 2024

Download(s)

1,127
checked on Apr 24, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.