გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/959
სათაური: არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პრობლემატიკა საქართველოსა და გერმანიის შედარებითი ანალიზის საფუძველზე
ავტორები: თარაშვილი, ნატალი 
ხელმძღვანელი: ვარძელაშვილი, იოსებ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: არასრულწლოვანთა თავისუფლების აღკვეთა
რესოციალიზაცია
არასაპატიმრო სასჯელი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
არასრულწლოვანთა დამნაშავეობრივი ქმედება არ დაწყებულა არც გუშინ, არც
დღეს. საქართველოს არც გახლავთ „პიონერი“ ამ საკითხში. მას ხანგრძლივი
ისტორია აქვს. იმისდა გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნებში მოიაზრება
პირი 14-დან 18 წლამდე, ზუსტად ეს შუალედი არის პიროვნების ჩამოყალიბების
პერიოდი. ხშირია, როცა არასრულწლოვანთან ერთად მოიხსენიებენ : მეამბოხე,
დაუმორჩილებელი, საკუთარ ჭკუაზე მოსიარულე და ა.შ. ისინი ჯერ კიდევ
ეცნობიან სამყაროს, იძენენ გამოცდილებას, უყურებენ განსხვავებული თვალით,
ჩადიან შეცდომებს და სწავლობენ მათზე. ამ პერიოდში განსაკუთრებით
სენსიტიურია მოზარდის ფსიქიკა და ყველანაირ წინააღმდეგობას უფრო დიდი
წინააღმდეგობით ხვდება.
საქართველოში 2015 წელს პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა - შეიქმნა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. 2015 წლამდე
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რეგულაცია
ხორციელდებოდა სისხლის სამართლის კოდექსით და შეიცავდა ბევრ უზუსტობას.
შესაბამისად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ახალი კოდექსის შემოღებამ უფრო
მიგვაახლოვა ევროპული სტანდარტებთანა და საერთაშორისო ნორმებთან.
ამ პერიოდიდან მოყოლებული ბევრი პროფესორისა და ამ საკითხით
დაინტერესებული პირის მიერ განხორციელდა მრავალი კვლევა, დაიწერა
ნაშრომი და გაანალიზებული იქნა ახალი მიდგომები არასრულწლოვნების
მიმართ.
მიუხედავად ამისა, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, თავისი
სიახლიდან გამომდინარე, შეიცავს ბევრ წინააღმდეგობრივ ნორმას, რაც,
თავისთავად, ვერ აყალიბებს ერთგვაროვან პრაქტიკას. ამას გარდა,
განსაკუთრებულად თვალშისაცემია არასრულწლოვანთა სასჯელის დანიშვნის
საკითხი, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ნორმა, რომელიც არამხოლოდ
ზედმეტად მკაცრია, არამედ, რიგ შემთხვევაში, ეწინააღმდეგება კიდევაც
კოდექსით მკაფიოდ დაცულ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს, მის
რესოციალიზაციასა და სრულფასოვან განვითარებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/959
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro tharashvili.pdfარასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პრობლემატიკა საქართველოსა და გერმანიის შედარებითი ანალიზის საფუძველზე870.1 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

144
checked on May 17, 2024

გადმოწერა

1,766
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.