Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პრობლემატიკა საქართველოსა და გერმანიის შედარებითი ანალიზის საფუძველზე
 
  • Details
Options

არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პრობლემატიკა საქართველოსა და გერმანიის შედარებითი ანალიზის საფუძველზე

Date Issued
2019
Author(s)
თარაშვილი, ნატალი  
Advisor(s)
ვარძელაშვილი, იოსებ  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/959
Abstract
არასრულწლოვანთა დამნაშავეობრივი ქმედება არ დაწყებულა არც გუშინ, არც
დღეს. საქართველოს არც გახლავთ „პიონერი“ ამ საკითხში. მას ხანგრძლივი
ისტორია აქვს. იმისდა გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნებში მოიაზრება
პირი 14-დან 18 წლამდე, ზუსტად ეს შუალედი არის პიროვნების ჩამოყალიბების
პერიოდი. ხშირია, როცა არასრულწლოვანთან ერთად მოიხსენიებენ : მეამბოხე,
დაუმორჩილებელი, საკუთარ ჭკუაზე მოსიარულე და ა.შ. ისინი ჯერ კიდევ
ეცნობიან სამყაროს, იძენენ გამოცდილებას, უყურებენ განსხვავებული თვალით,
ჩადიან შეცდომებს და სწავლობენ მათზე. ამ პერიოდში განსაკუთრებით
სენსიტიურია მოზარდის ფსიქიკა და ყველანაირ წინააღმდეგობას უფრო დიდი
წინააღმდეგობით ხვდება.
საქართველოში 2015 წელს პროგრესული ნაბიჯი გადაიდგა - შეიქმნა
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. 2015 წლამდე
არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რეგულაცია
ხორციელდებოდა სისხლის სამართლის კოდექსით და შეიცავდა ბევრ უზუსტობას.
შესაბამისად, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ახალი კოდექსის შემოღებამ უფრო
მიგვაახლოვა ევროპული სტანდარტებთანა და საერთაშორისო ნორმებთან.
ამ პერიოდიდან მოყოლებული ბევრი პროფესორისა და ამ საკითხით
დაინტერესებული პირის მიერ განხორციელდა მრავალი კვლევა, დაიწერა
ნაშრომი და გაანალიზებული იქნა ახალი მიდგომები არასრულწლოვნების
მიმართ.
მიუხედავად ამისა, არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, თავისი
სიახლიდან გამომდინარე, შეიცავს ბევრ წინააღმდეგობრივ ნორმას, რაც,
თავისთავად, ვერ აყალიბებს ერთგვაროვან პრაქტიკას. ამას გარდა,
განსაკუთრებულად თვალშისაცემია არასრულწლოვანთა სასჯელის დანიშვნის
საკითხი, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთის ნორმა, რომელიც არამხოლოდ
ზედმეტად მკაცრია, არამედ, რიგ შემთხვევაში, ეწინააღმდეგება კიდევაც
კოდექსით მკაფიოდ დაცულ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებს, მის
რესოციალიზაციასა და სრულფასოვან განვითარებას.
Subjects

არასრულწლოვანთა თავის...

რესოციალიზაცია

არასაპატიმრო სასჯელი

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro tharashvili.pdf

Description
არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების პრობლემატიკა საქართველოსა და გერმანიის შედარებითი ანალიზის საფუძველზე
Size

870.1 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):67dd478fddec29e51e3864d487816636

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact