გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/947
სათაური: სახელმწიფოს როლი მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესში
ავტორები: მურადაშვილი, ვახტანგ 
ხელმძღვანელი: შალიკაშვილი, მორის 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: რესოციალიზაცია
სახელმწიფოს როლი
კრიმინოლოგია
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
,,დიადი ძიება ადამიანისათვის იმ დროიდან დაიწყო, როცა დაიბადა, შესაძლოა
მრავალმა წელმა ჩაიარა მანამ, სანამ ამას მიხვდებოდა, სანამ ნათელი გახდებოდა, რომ
იგი გამუდმებით ეძიებს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და რასაც
ერთი კონკრეტული სახელიც კი არა აქვს. ინდივიდუმი ამ ძიებაში მარტო არა არის.
მთელი კაცობრიობა მასთან ერთად ადგას ამ გზას.’’
სწორედ განვლილი გზისა და
საერთო ცნობიერების საფუძველზე საზოგადოება განსაზღვრავს მისთვის მისაღებ
ნორმებსა და ქცევის წესებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პიროვნება.
ამერიკელი სოციოლოგის, ჰივარდ ბეკერის, მოსაზრების თანახმად, ,,ქმედებები
თავისთავად არც კარგია და არც ცუდი. ნორმალურობა და დევიანტობა
სხვა
არაფერია, თუ არა სოციალურად განსაზღვრული თვისებები.’’
დანაშაული
წარმოადგენს დელიქვენტურ ანუ ნორმიდან გადახრით ქცევას. დანაშაული,
უპირველეს ყოვლისა, ადამიანის სოციალური ქცევის ფორმაა, რომელიც ხელს უშლის
საზოგადოების ნორმალურ განვითარებას. დამნაშავეები არსებობდნენ კაცობრიობის
განვითარების ყველა ეტაპზე, შესაბამისად, არსებობდა სასჯელებიც: თავისუფლების
აღკვეთა, სხეულის ნაწილების მოკვეთა, ჩამოხრჩობა, ქონების ჩამორთმევა, მონად
გაყიდვა და სხვა. შემდგომში სასჯელთა სახეებმა ჰუმანიზაცია განიცადა და
ჩამოყალიბდა სასჯელთა თანამედროვე სისტემა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს
თანამედროვე სისხლის სამართალში სასჯელის მიზნები განისაზღვრება
სახელმწიფოს ფუნქციებითა და იმ ამოცანებით, რომლებიც დგას მის წინაშე
დამნაშავეობასთან ბრძოლის საქმეში. სასჯელის მიზნის ცნება შეიძლება
შემდეგნაირად განვმარტოთ: სასჯელის მიზანი არის ის საბოლოო შედეგი, რომლის
მიღწევისაკენ მიისწრაფვის სახელმწიფო, თავის მიერ დადგენილი იძულებით
ღონისძიებათა გამოყენების მეშვეობით.
URI: https://openscience.ge/handle/1/947
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro muradashvili.pdfსახელმწიფოს როლი მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესში922.62 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

216
checked on May 1, 2024

გადმოწერა

2,129
checked on May 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.