გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/907
სათაური: ვალდებულების შესრულების გართულება უნიფიცირებული და ქართული სამართლის მიხედვით
ავტორები: მუსტაფაევი, ფაიგ 
ხელმძღვანელი: ჩიტაშვლი, ნათია 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ვალდებულების შესრულება
უნიფიცირებული და ქართული სამართალი
ხელშეკრულება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
სახელშეკრულებო სამართლის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ და უზოგადეს
პრინციპს წარმოადგენს Pacta Sunt Servanda-ს პრინციპი,
რომლის თანახმად,
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის უნდა შესრულდეს,
უფრო
მეტიც, მხარეების მიერ სათანადო წესით შედგენილი ხელშეკრულების პირობები
მათთვის კანონის ძალას ატარებს.
ერთი მხრივ, Pacta Sunt Servanda-ს პრინციპი უზრუნველყოფს სამოქალაქო
ბრუნვის სტაბილურობასა და სახელშეკრულებო ურთიერთობებში მონაწილე
მხარეების უფლებების დაცვას.
მეორე მხრივ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ხშირ
შემთხვევაში, აღნიშნული პრინციპის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი მიზნის
საპირისპირო შედეგები.
წარმოვიდგინოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც
ხელშეკრულების თავდაპირველი პირობები მოულოდნელად და ფუნდამენტურად
შეიცვალა და მხარეები, აღნიშნულის შესახებ გაფორმების მომენტში რომ ყოფილიყვნენ
ინფორმირებულნი, არ დადებდნენ ხელშეკრულებას, ან დადებდნენ სხვა პირობებით.
ასეთი ცვლილებების დროს, ხელშეკრულების თავდაპირველი პირობებით შესრულების
მოთხოვნა ეწინააღმდეგება როგორც კეთილსინდისიერების პრინციპს,
ასევე, მოვალის
ხელშეკრულების დადებისას არსებულ ნებას და მისთვის მძიმე ტვირთად იქცევა.
შეცვლილი გარემოებები უფრო აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს საერთაშორისო
კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში. ეს უკანასკნელი გამოწვეულია საერთაშორისო
კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებების კომპლექსური ხასიათით.
შეცვლილი გარემოებების საკითხის დარეგულირება, უკვე მრავალი საუკუნეა
აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, ჯერ კიდევ რომის სამართალში
შემუშავდა შეცვლილი გარემოებების მარეგულირებელი ორი ძირითადი კონცეფცია,
კერძოდ, შესრულების შეუძლებლობა (ფორს-მაჟორი) და შესრულების გართულება
(Rebus Sic Stantidus). ხსნებული პრინციპები, მართალია, ორივე მათგანი შეცვლილ
გარემოებებს უკავშირდება, თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, დიდ სირთულეს
წარმოადგენს მათი ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხი.
URI: https://openscience.ge/handle/1/907
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro mustafaevi.pdfვალდებულების შესრულების გართულება უნიფიცირებული და ქართული სამართლის მიხედვით975.08 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

549
checked on May 17, 2024

გადმოწერა

1,068
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.