Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. ვალდებულების შესრულების გართულება უნიფიცირებული და ქართული სამართლის მიხედვით
 
  • Details

ვალდებულების შესრულების გართულება უნიფიცირებული და ქართული სამართლის მიხედვით

Date Issued
2019
Author(s)
მუსტაფაევი, ფაიგ  
Advisor
ჩიტაშვლი, ნათია  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/907
Abstract
სახელშეკრულებო სამართლის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ და უზოგადეს
პრინციპს წარმოადგენს Pacta Sunt Servanda-ს პრინციპი,
რომლის თანახმად,
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ყოველთვის უნდა შესრულდეს,
უფრო
მეტიც, მხარეების მიერ სათანადო წესით შედგენილი ხელშეკრულების პირობები
მათთვის კანონის ძალას ატარებს.
ერთი მხრივ, Pacta Sunt Servanda-ს პრინციპი უზრუნველყოფს სამოქალაქო
ბრუნვის სტაბილურობასა და სახელშეკრულებო ურთიერთობებში მონაწილე
მხარეების უფლებების დაცვას.
მეორე მხრივ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ხშირ
შემთხვევაში, აღნიშნული პრინციპის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისი მიზნის
საპირისპირო შედეგები.
წარმოვიდგინოთ ისეთი შემთხვევა, როდესაც
ხელშეკრულების თავდაპირველი პირობები მოულოდნელად და ფუნდამენტურად
შეიცვალა და მხარეები, აღნიშნულის შესახებ გაფორმების მომენტში რომ ყოფილიყვნენ
ინფორმირებულნი, არ დადებდნენ ხელშეკრულებას, ან დადებდნენ სხვა პირობებით.
ასეთი ცვლილებების დროს, ხელშეკრულების თავდაპირველი პირობებით შესრულების
მოთხოვნა ეწინააღმდეგება როგორც კეთილსინდისიერების პრინციპს,
ასევე, მოვალის
ხელშეკრულების დადებისას არსებულ ნებას და მისთვის მძიმე ტვირთად იქცევა.
შეცვლილი გარემოებები უფრო აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს საერთაშორისო
კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში. ეს უკანასკნელი გამოწვეულია საერთაშორისო
კერძო სამართლებრივი ხელშეკრულებების კომპლექსური ხასიათით.
შეცვლილი გარემოებების საკითხის დარეგულირება, უკვე მრავალი საუკუნეა
აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, ჯერ კიდევ რომის სამართალში
შემუშავდა შეცვლილი გარემოებების მარეგულირებელი ორი ძირითადი კონცეფცია,
კერძოდ, შესრულების შეუძლებლობა (ფორს-მაჟორი) და შესრულების გართულება
(Rebus Sic Stantidus). ხსნებული პრინციპები, მართალია, ორივე მათგანი შეცვლილ
გარემოებებს უკავშირდება, თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, დიდ სირთულეს
წარმოადგენს მათი ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხი.
Subjects

ვალდებულების შესრულებ...

უნიფიცირებული და ქართ...

ხელშეკრულება

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro mustafaevi.pdf

Description
ვალდებულების შესრულების გართულება უნიფიცირებული და ქართული სამართლის მიხედვით
Size

975.08 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):e8d9c3e4e1c1ebeefdd64b8c6003c9ae

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings