გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/905
სათაური: დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას
ავტორები: ჭიღლაძე, მაია 
ხელმძღვანელი: ჭიღლაძე, მაია 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: დადასტურების მნიშვნელობა
გარიგებათა ბათილობა
საცილო გარიგება
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
კერძო სამართლისათვის ამოსავალია სახელშეკრულებო თავისუფლების
პრინციპი, რომელიც, შეიძლება, თავისი მნიშვნელობით რწმენის,
თავისუფალი გამოხატვისა და შრომის უფლებას შევადაროთ,
ამიტომ მისი
უზრუნველყოფა თანამდეროვე სახელმწიფოს კოსნტიტუციურ მოვალეობას
განეკუთვნება.
სახელშეკრულებო თავისუფლება ქართულ სამოქალაქო
კანონმდებლობით განმტკიცებული კერძოსამართლებრივი პრინციპია.
„ხელშეკრუების დადების თავისუფლება, როგორც კერძო ავტონომიის
მნიშვნელოვანი გამოხატულება, არის შესაძლებლობა დადოს ან არ დადოს
პირმა ესა თუ ის ხელშეკრულება, შეარჩიოს მისთვის სასურველი
კონტრაჰენტი და ხელშეკრულების მეორე მხარესთან შეთანხმებით
თავისუფლად განსაზღვროს ამ ხელშეკრულების შინაარსი“.
სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი გულისხმობს, რომ მხარეები
თავად განსაზღვრავენ, თუ რა სურთ და როგორ უნდა მიაღწიონ სასურველ
შედეგს. ამისათვის კი, მათ კანონი გარკვეულ ჩარჩოში ათავსებს -
სახელშეკრულებო თავისუფლება მხოლოდ სამართლებრივ ფასეულობათა
წესრიგის ფარგლებშია შესძლებელი“.
ბათილი და საცილო გარიგების დადასტურების შესაძლებლობა განხილული
უნდა იქნეს, როგორც სახელშეკრუელბო თავისულფლების განვრცობის ერთერთი
გამოხატულება, ვინაიდან მხარეები კვლავ კერძო ავტონომიის
ფარგლებში მესამე პირთა თუ ადმინისტრაციულ ორგანოთაგან
დამოუკიდებლად წყვეტენ მათ შორის არსებული გარკვეული
„სამართლებრივი ნაკლის“ მქონე გარიგების ბედს აქციონ თუ არა იგი
ნმადვილად, და განახორციელონ თუ არა წინასწარ დასახული მიზანი.
კანონმდებელი საბოლოო შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავიანი
მოქმედების სფეროში დაარეგულირონ მათ შორის არსებული ურთიერთობა
და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით
სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციონ, გარიგება.
URI: https://openscience.ge/handle/1/905
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro chigladze.pdfდადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას1.04 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

91
checked on May 4, 2024

გადმოწერა

1,961
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.