Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/905
Title: | დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას | Authors: | ჭიღლაძე, მაია | Advisor: | ჭიღლაძე, მაია | Degree Name: | Master of Law სამართლის მაგისტრი |
Degree Discipline: | სამართალი/LAW | Degree Level (0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral): | 1 | Institution: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Faculty: | Faculty of Law იურიდიული ფაკულტეტი |
Keywords: | დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობა საცილო გარიგება |
Issue Date: | 2019 | Publisher: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Abstract: | კერძო სამართლისათვის ამოსავალია სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი, რომელიც, შეიძლება, თავისი მნიშვნელობით რწმენის, თავისუფალი გამოხატვისა და შრომის უფლებას შევადაროთ, ამიტომ მისი უზრუნველყოფა თანამდეროვე სახელმწიფოს კოსნტიტუციურ მოვალეობას განეკუთვნება. სახელშეკრულებო თავისუფლება ქართულ სამოქალაქო კანონმდებლობით განმტკიცებული კერძოსამართლებრივი პრინციპია. „ხელშეკრუების დადების თავისუფლება, როგორც კერძო ავტონომიის მნიშვნელოვანი გამოხატულება, არის შესაძლებლობა დადოს ან არ დადოს პირმა ესა თუ ის ხელშეკრულება, შეარჩიოს მისთვის სასურველი კონტრაჰენტი და ხელშეკრულების მეორე მხარესთან შეთანხმებით თავისუფლად განსაზღვროს ამ ხელშეკრულების შინაარსი“. სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი გულისხმობს, რომ მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რა სურთ და როგორ უნდა მიაღწიონ სასურველ შედეგს. ამისათვის კი, მათ კანონი გარკვეულ ჩარჩოში ათავსებს - სახელშეკრულებო თავისუფლება მხოლოდ სამართლებრივ ფასეულობათა წესრიგის ფარგლებშია შესძლებელი“. ბათილი და საცილო გარიგების დადასტურების შესაძლებლობა განხილული უნდა იქნეს, როგორც სახელშეკრუელბო თავისულფლების განვრცობის ერთერთი გამოხატულება, ვინაიდან მხარეები კვლავ კერძო ავტონომიის ფარგლებში მესამე პირთა თუ ადმინისტრაციულ ორგანოთაგან დამოუკიდებლად წყვეტენ მათ შორის არსებული გარკვეული „სამართლებრივი ნაკლის“ მქონე გარიგების ბედს აქციონ თუ არა იგი ნმადვილად, და განახორციელონ თუ არა წინასწარ დასახული მიზანი. კანონმდებელი საბოლოო შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავიანი მოქმედების სფეროში დაარეგულირონ მათ შორის არსებული ურთიერთობა და ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის გათვალისწინებით სამართლებრივ ჩარჩოში მოაქციონ, გარიგება. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/905 |
Appears in Collections: | იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
samagistro chigladze.pdf | დადასტურების მნიშვნელობა გარიგებათა ბათილობისას | 1.04 MB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
91
checked on May 4, 2024
Download(s)
1,961
checked on May 4, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.