გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/899
სათაური: საერთაშორისო საარბიტრაჟო წესით დავის განხილვისას საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრა მხარეთა შეთანხმების არარსებობისას
ავტორები: ამილახვარი, ოთარ 
ხელმძღვანელი: მაჩაიძე, ოთარ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საარბიტრაჟო წესი
საარბიტრაჟო შეთანხმება
მხარე
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
დიდი ხანია, რაც საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის საკმაოდ
პოპულარული და გავრცელებული საშუალებაა.
სასამართლოებთან შედარებით
არბიტრაჟი უფრო სწრაფი, ეფექტური და მოქნილია.
თანამედროვე საერთაშორისო
კომერციულ არბიტრაჟში საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის
განსაზღვრა ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი, თუმცა ამავდროულად კომპლექსური
საკითხია.
სასამართლოებისგან განსხვავებით, არბიტრაჟში ავტონომიურობის პრინციპიდან
გამომდინარე, მხარეები თავად ირჩევენ როგორც ხელშეკრულებაზე, ისე საარბიტრაჟო
შეთანხმებაზე გამოსაყენებელ სამართალს.
ეს საკმაოდ პრაქტიკული და
მოსახერხებელია, ვინაიდან მხარეებს შეუძლიათ მათთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი
და ნაცნობი სამართალი შეათანხმონ. იმ შემთხვევაში თუ მხარეებმა არ გაითვალისწინეს
ხელშეკრულებაზე გამოსაყენებელი სამართალი, მაშინ თვითონ საარბიტრაჟო
ტრიბუნალს / სასამართლოს უწევს მისი დადგენა.
ერთი შეხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრა,
თითქოს, არცთუ ისე რთული საკითხია. თუმცა, მისი დეტალური ანალიზის
საფუძველზე არაერთი პრობლემური და სადავო საკითხი იკვეთება. იმ შემთხვევაში, თუ
მხარეებმა ხელშეკრულებაში თავად განსაზღვრეს საარბიტრაჟო შეთანხმებაზე
გამოსაყენებელი სამართალი, მაშინ საარბიტრაჟო ტრიბუნალი / სასამართლო პირდაპირ
მათ მიერ არჩეულ სამართალს იყენებს, თუ საქმის არსიდან სხვა რამე არ
გამომდინარეობს. პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როდესაც მხარეებმა საარბიტრაჟო
შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართალი პირდაპირ არ შეათანხმეს. ამ შემთხვევაში
ჩნდება მთავარი კითხვა: რომელი სამართალი გამოიყენება საარბიტრაჟო შეთანხმებაზე?
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დოქტრინასა და პრაქტიკაში დღემდე
სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა. თანამედროვე საერთაშორისო კომერციულ
არბიტრაჟში მრავალი მიდგომა არსებობს, თუ როგორ უნდა მოიქცეს საარბიტრაჟო
ტრიბუნალი / სასამართლო საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის
არარსებობის დროს.
URI: https://openscience.ge/handle/1/899
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro amilakhvari.pdfსაერთაშორისო საარბიტრაჟო წესით დავის განხილვისას საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრა მხარეთა შეთანხმების არარსებობისას973.27 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

131
checked on May 19, 2024

გადმოწერა

686
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.