Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. საერთაშორისო საარბიტრაჟო წესით დავის განხილვისას საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრა მხარეთა შეთანხმების არარსებობისას
 
  • Details
Options

საერთაშორისო საარბიტრაჟო წესით დავის განხილვისას საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრა მხარეთა შეთანხმების არარსებობისას

Date Issued
2019
Author(s)
ამილახვარი, ოთარ  
Advisor(s)
მაჩაიძე, ოთარ  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/899
Abstract
დიდი ხანია, რაც საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟი დავის გადაწყვეტის საკმაოდ
პოპულარული და გავრცელებული საშუალებაა.
სასამართლოებთან შედარებით
არბიტრაჟი უფრო სწრაფი, ეფექტური და მოქნილია.
თანამედროვე საერთაშორისო
კომერციულ არბიტრაჟში საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის
განსაზღვრა ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი, თუმცა ამავდროულად კომპლექსური
საკითხია.
სასამართლოებისგან განსხვავებით, არბიტრაჟში ავტონომიურობის პრინციპიდან
გამომდინარე, მხარეები თავად ირჩევენ როგორც ხელშეკრულებაზე, ისე საარბიტრაჟო
შეთანხმებაზე გამოსაყენებელ სამართალს.
ეს საკმაოდ პრაქტიკული და
მოსახერხებელია, ვინაიდან მხარეებს შეუძლიათ მათთვის ყველაზე უფრო ხელსაყრელი
და ნაცნობი სამართალი შეათანხმონ. იმ შემთხვევაში თუ მხარეებმა არ გაითვალისწინეს
ხელშეკრულებაზე გამოსაყენებელი სამართალი, მაშინ თვითონ საარბიტრაჟო
ტრიბუნალს / სასამართლოს უწევს მისი დადგენა.
ერთი შეხედვით, საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრა,
თითქოს, არცთუ ისე რთული საკითხია. თუმცა, მისი დეტალური ანალიზის
საფუძველზე არაერთი პრობლემური და სადავო საკითხი იკვეთება. იმ შემთხვევაში, თუ
მხარეებმა ხელშეკრულებაში თავად განსაზღვრეს საარბიტრაჟო შეთანხმებაზე
გამოსაყენებელი სამართალი, მაშინ საარბიტრაჟო ტრიბუნალი / სასამართლო პირდაპირ
მათ მიერ არჩეულ სამართალს იყენებს, თუ საქმის არსიდან სხვა რამე არ
გამომდინარეობს. პრობლემა წარმოიშობა მაშინ, როდესაც მხარეებმა საარბიტრაჟო
შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართალი პირდაპირ არ შეათანხმეს. ამ შემთხვევაში
ჩნდება მთავარი კითხვა: რომელი სამართალი გამოიყენება საარბიტრაჟო შეთანხმებაზე?
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დოქტრინასა და პრაქტიკაში დღემდე
სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა. თანამედროვე საერთაშორისო კომერციულ
არბიტრაჟში მრავალი მიდგომა არსებობს, თუ როგორ უნდა მოიქცეს საარბიტრაჟო
ტრიბუნალი / სასამართლო საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის
არარსებობის დროს.
Subjects

საარბიტრაჟო წესი

საარბიტრაჟო შეთანხმებ...

მხარე

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro amilakhvari.pdf

Description
საერთაშორისო საარბიტრაჟო წესით დავის განხილვისას საარბიტრაჟო შეთანხმებაზე გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრა მხარეთა შეთანხმების არარსებობისას
Size

973.27 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):adc6ce818264d351cfb2e6db8abd953d

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact