გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/895
სათაური: საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
ავტორები: ციციშვილი, ნინო 
ხელმძღვანელი: რუსიაშვილი, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ნასყიდობის ხელშეკრულება
სტანდარტული პირობები
სავაჭრო სამართალი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს საერთაშორისო ნასყიდობის
ხელშეკრულების სტანდარული პირობების მნიშვნელობისა და გამოყენების წესის
შესახებ ანალიზს. აღნიშნული თემით ჩემი დაინტერესება გამოიწვია იმ
სირთულეებმა, რომელიც ვლინდება საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულებებში
სტანდარტული პირობების გამოყენებისას. საკითხი უფრო და უფრო აქტუალური
ხდება მას შემდეგ რაც, ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების ხელშეკრულებას და დღის წესრიგში დადგა ევროპულ
კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი. მსოფლიოში მიმდინარე
საერთაშორისო ეკონომიკური და ბიზნეს-ურთიერთობების სწრაფი და მზარდი
განვითარება თავის გავლენას ახდენს საქართველოზე. შესაბამისად უფრო და უფრო
ხშირად იდება ისეთი ტიპის საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებები
რომელიც სცილდება მხოლოდ ქართული სამართლის რეგულირების სფეროს და
უცხო ქვეყნის სამართლისა და მიდგომების გათვალისწინება ხდება საჭირო.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ისტორია იწყება ჯერ კიდევ
მეცხრამეტე საუკუნის ინდუსტრიალიზაციის პერიოდიდან. საქონლისა და
მომსახურების მასობრივ წარმოებაზე გადასვლამ ძირეულად შეცვალა ეკონომიკა და
საზოგადოება. პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდასთან ერთად,
წარმოიშვა მიწოდების მაშტაბის დარეგულირების აუცილებლობა, რასაც მოჰყვა
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შედგენა. მწარმოებლები მივიდნენ იმ
დასკვნამდე, რომ სტანდარტული პირობების გამოყენება დაზოგავდა დროს და
შესაბამისად გაზრდიდა მათ მოგებას, რადგან მოსახლეობაში წარმოიშვა მოთხოვნა იმ
სახის საქონლის მიწოდებაზე, რომელიც აუცილებლად საჭიროებდა
ხელშეკრულების გაფორმებას. ჩამოთვლილმა ფაქტორებმა ხელი შეუწყო სამეწარმეო
სექტორში სტანდარტული პირობების გამოყენების სფეროს გაფართოებას. ამ
დროიდან მოყოლებული, ბიზნესის მრავალ სფეროში მხარეებს შორის
ხელშეკრულება იდება სტანდარტული პირობების გამოყენებით. გლობალიზაციის
პროცესმა კი უნიფიცირებული სამართლის ნორმების მნიშვნელობა მეტად გაზარდა,
რაზეც მიუთითებს 1966 წელს გაეროს XXI გენერალური ასამბლეის სესიაზე
მიღებული რეზოლუცია, რომელიც საფუძვლად დაედო საერთაშორისო სავაჭრო
კომისიის (UNCITRAL) ჩამოყალიბებას, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს:
„ხელი შეუწყოს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის უნიფიკაციისა და
ჰარმონიზაციის პროცესს“.
URI: https://openscience.ge/handle/1/895
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro tsitsishvili.pdfსაერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები1.34 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

116
checked on May 4, 2024

გადმოწერა

1,574
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.