Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
 
  • Details
Options

საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები

Date Issued
2019
Author(s)
ციციშვილი, ნინო  
Advisor(s)
რუსიაშვილი, გიორგი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/895
Abstract
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს საერთაშორისო ნასყიდობის
ხელშეკრულების სტანდარული პირობების მნიშვნელობისა და გამოყენების წესის
შესახებ ანალიზს. აღნიშნული თემით ჩემი დაინტერესება გამოიწვია იმ
სირთულეებმა, რომელიც ვლინდება საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულებებში
სტანდარტული პირობების გამოყენებისას. საკითხი უფრო და უფრო აქტუალური
ხდება მას შემდეგ რაც, ხელი მოეწერა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების ხელშეკრულებას და დღის წესრიგში დადგა ევროპულ
კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი. მსოფლიოში მიმდინარე
საერთაშორისო ეკონომიკური და ბიზნეს-ურთიერთობების სწრაფი და მზარდი
განვითარება თავის გავლენას ახდენს საქართველოზე. შესაბამისად უფრო და უფრო
ხშირად იდება ისეთი ტიპის საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებები
რომელიც სცილდება მხოლოდ ქართული სამართლის რეგულირების სფეროს და
უცხო ქვეყნის სამართლისა და მიდგომების გათვალისწინება ხდება საჭირო.
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ისტორია იწყება ჯერ კიდევ
მეცხრამეტე საუკუნის ინდუსტრიალიზაციის პერიოდიდან. საქონლისა და
მომსახურების მასობრივ წარმოებაზე გადასვლამ ძირეულად შეცვალა ეკონომიკა და
საზოგადოება. პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნის გაზრდასთან ერთად,
წარმოიშვა მიწოდების მაშტაბის დარეგულირების აუცილებლობა, რასაც მოჰყვა
ხელშეკრულების სტანდარტული პირობების შედგენა. მწარმოებლები მივიდნენ იმ
დასკვნამდე, რომ სტანდარტული პირობების გამოყენება დაზოგავდა დროს და
შესაბამისად გაზრდიდა მათ მოგებას, რადგან მოსახლეობაში წარმოიშვა მოთხოვნა იმ
სახის საქონლის მიწოდებაზე, რომელიც აუცილებლად საჭიროებდა
ხელშეკრულების გაფორმებას. ჩამოთვლილმა ფაქტორებმა ხელი შეუწყო სამეწარმეო
სექტორში სტანდარტული პირობების გამოყენების სფეროს გაფართოებას. ამ
დროიდან მოყოლებული, ბიზნესის მრავალ სფეროში მხარეებს შორის
ხელშეკრულება იდება სტანდარტული პირობების გამოყენებით. გლობალიზაციის
პროცესმა კი უნიფიცირებული სამართლის ნორმების მნიშვნელობა მეტად გაზარდა,
რაზეც მიუთითებს 1966 წელს გაეროს XXI გენერალური ასამბლეის სესიაზე
მიღებული რეზოლუცია, რომელიც საფუძვლად დაედო საერთაშორისო სავაჭრო
კომისიის (UNCITRAL) ჩამოყალიბებას, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს:
„ხელი შეუწყოს საერთაშორისო სავაჭრო სამართლის უნიფიკაციისა და
ჰარმონიზაციის პროცესს“.
Subjects

ნასყიდობის ხელშეკრულე...

სტანდარტული პირობები

სავაჭრო სამართალი

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro tsitsishvili.pdf

Description
საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულების სტანდარტული პირობები
Size

1.31 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):ef8b8f7c18104e869156ec117c976341

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact