გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/894
სათაური: სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება და მისი კავშირი გადაზიდვის ტიპის ხელშეკრულებებთან
ავტორები: მელანაშვილი, ლილი 
ხელმძღვანელი: ჩიტოშვილი, თამარ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სატრანსპორტო ექსპედიცია
ხელშეკრულება
გადაზიდვის ტიპი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება თავისი ბუნებიდან
გამომდინარე, ზემოქმედებას ახდენს სახელმწიფო კონტროლის პროცედურების
გამარტივება - გაიაფებაზე, უსაფრთხოდ, ყველა სახის რისკის დაზღვევით საქონლის
ბაზრებს შორის უმოკლეს დროში გადაადგილებაზე და საბოლოო ჯამში,
პროდუქციასა და გადაზიდვის ღირებულების შემცირებაზე.
ფაქტობრივად,
საექსპედიტორო ხელშეკრულებას გარკვეულწილად მრეწველობის, ტრანსპორტისა
და ვაჭრობის განვითარების მასტიმულირებელი ფუნქცია აკისრია.
1
სატრანსპორტო დარგის განვითარებასთან ერთად, ფართოვდება
გადაზიდვების არეალი და მოცულობა, შესაბამისად, გაიზარდა და გაფართოვდა
ექსპედიტორის შესაძლებლობები და მასთან ერთად პასუხისმგებლობის
დაკისრების საფუძვლები და რისკები, რის გამოც, ექსპედიტორის
პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის არსებული სპეციალური ნორმებით
განსაზღვრული საკანონმდებლო მოწესრიგება გარკვეულ შემთხვევაში საკმარისი არ
არის და საჭიროა საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით ხელმძღვანელობა,
განსაკუთრებით, ექსპედიტორის შეზღუდულ პასუხისმგებლობასთან მიმართებით.
აღნიშნული თემის კვლევის ობიექტია, სატრანსპორტო ექსპედიციიებთან
დაკავშირებული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები და მასთან
დაკავშირებული პრობლემური საკითხები საქართველოს კანონმდებლობიდან და
საერთაშორისო შეთანხმებებიდან.
ნაშრომის მიზანია, საქართველოს კანონმდებლობით სატრანსპორტო
ექსპედიციასთან და გადაზიდვა გადაყვანის ტიპის ხელშეკრულებებთან
დაკავშირებული იმ ნორმების ანალიზი, რომლებიც საერთაშორისო სამართლის
ნორმებთან ერთად არეგულირებს გადაზიდვის ტიპის ხელშეკრულებებს. რადგანაც
ექსპედიციის და გადაზიდვის ტიპის ხელშეკრულებები თავისი ბუნებით,
ძირითადად, უცხო ქვეყნის ტერიტორიის გავლით სრულდება, შესაბამისად,
მხარეები გვერდს ვერ აუვლიან საერთაშორისო კანონმდებლობის გამოყენებას.
კვლევის აქტუალობა განაპირობა სატრანსპორტო ექსპედიციის
ხელშეკრულების აქტიურად გამოყენებამ და საერთაშორისო დონეზე გაადაზიდვის
ტიპის ხელშეკრულების მომწესრიგებელ აქტებთან (კონვენციებთან) მიმართებით
ქართულმა საკანონმდებლო რეგულირებამ. აღნიშნული ხელშეკრულებებიდან
გამომდინარე ურთიერთობათა რეგულირებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა
და მხარეთა უფლება-მოვალეობების შესრულების სირთულეებმა.
URI: https://openscience.ge/handle/1/894
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro melanashvili.pdfსატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება და მისი კავშირი გადაზიდვის ტიპის ხელშეკრულებებთან1.03 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

437
checked on May 5, 2024

გადმოწერა

1,171
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.