Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/894
Title: სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება და მისი კავშირი გადაზიდვის ტიპის ხელშეკრულებებთან
Authors: მელანაშვილი, ლილი 
Advisor: ჩიტოშვილი, თამარ 
Degree Name: Master of Law
სამართლის მაგისტრი
Degree Discipline: სამართალი/LAW
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
Keywords: სატრანსპორტო ექსპედიცია
ხელშეკრულება
გადაზიდვის ტიპი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება თავისი ბუნებიდან
გამომდინარე, ზემოქმედებას ახდენს სახელმწიფო კონტროლის პროცედურების
გამარტივება - გაიაფებაზე, უსაფრთხოდ, ყველა სახის რისკის დაზღვევით საქონლის
ბაზრებს შორის უმოკლეს დროში გადაადგილებაზე და საბოლოო ჯამში,
პროდუქციასა და გადაზიდვის ღირებულების შემცირებაზე.
ფაქტობრივად,
საექსპედიტორო ხელშეკრულებას გარკვეულწილად მრეწველობის, ტრანსპორტისა
და ვაჭრობის განვითარების მასტიმულირებელი ფუნქცია აკისრია.
1
სატრანსპორტო დარგის განვითარებასთან ერთად, ფართოვდება
გადაზიდვების არეალი და მოცულობა, შესაბამისად, გაიზარდა და გაფართოვდა
ექსპედიტორის შესაძლებლობები და მასთან ერთად პასუხისმგებლობის
დაკისრების საფუძვლები და რისკები, რის გამოც, ექსპედიტორის
პასუხისმგებლობის განსაზღვრისათვის არსებული სპეციალური ნორმებით
განსაზღვრული საკანონმდებლო მოწესრიგება გარკვეულ შემთხვევაში საკმარისი არ
არის და საჭიროა საერთაშორისო შეთანხმებების მიხედვით ხელმძღვანელობა,
განსაკუთრებით, ექსპედიტორის შეზღუდულ პასუხისმგებლობასთან მიმართებით.
აღნიშნული თემის კვლევის ობიექტია, სატრანსპორტო ექსპედიციიებთან
დაკავშირებული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები და მასთან
დაკავშირებული პრობლემური საკითხები საქართველოს კანონმდებლობიდან და
საერთაშორისო შეთანხმებებიდან.
ნაშრომის მიზანია, საქართველოს კანონმდებლობით სატრანსპორტო
ექსპედიციასთან და გადაზიდვა გადაყვანის ტიპის ხელშეკრულებებთან
დაკავშირებული იმ ნორმების ანალიზი, რომლებიც საერთაშორისო სამართლის
ნორმებთან ერთად არეგულირებს გადაზიდვის ტიპის ხელშეკრულებებს. რადგანაც
ექსპედიციის და გადაზიდვის ტიპის ხელშეკრულებები თავისი ბუნებით,
ძირითადად, უცხო ქვეყნის ტერიტორიის გავლით სრულდება, შესაბამისად,
მხარეები გვერდს ვერ აუვლიან საერთაშორისო კანონმდებლობის გამოყენებას.
კვლევის აქტუალობა განაპირობა სატრანსპორტო ექსპედიციის
ხელშეკრულების აქტიურად გამოყენებამ და საერთაშორისო დონეზე გაადაზიდვის
ტიპის ხელშეკრულების მომწესრიგებელ აქტებთან (კონვენციებთან) მიმართებით
ქართულმა საკანონმდებლო რეგულირებამ. აღნიშნული ხელშეკრულებებიდან
გამომდინარე ურთიერთობათა რეგულირებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა
და მხარეთა უფლება-მოვალეობების შესრულების სირთულეებმა.
URI: https://openscience.ge/handle/1/894
Appears in Collections:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro melanashvili.pdfსატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულება და მისი კავშირი გადაზიდვის ტიპის ხელშეკრულებებთან1.03 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

436
checked on May 1, 2024

Download(s)

1,171
checked on May 1, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.